მთავარი რჩევები ადამიანის ორგანიზმში არსებული ჭიები უყურადღებოდ არ უნდა დარჩნენ: პარაზიტებმა შიგნით რომ ვერ შეაღწიონ, საჭიროა ეს გააკეთოთ.

ადამიანის ორგანიზმში არსებული ჭიები უყურადღებოდ არ უნდა დარჩნენ: პარაზიტებმა შიგნით რომ ვერ შეაღწიონ, საჭიროა ეს გააკეთოთ.

by Keti

XXI საუკუნეშიც, პროგრესის მიუხედავად, ჭიები კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანებისთვის. მეცნიერები აცხადებენ, რომ კაცობრიობის 30-35% ინფიცირებულია ჭიებით.

ჭიების პროფილაქტიკა მოზრდილებში:

ჭიების პროფილაქტიკის ძირითადი წესები ჩვენთვის ბავშვობიდან ცნობილია: ხელების ხშირი დაბანა საპნით, არ უნდა მოვეფეროთ მაწანწალა ცხოველებს..

გარდა ამისა კიდევ მრავალი წესი არსებობს და ახლა მათ შესახებ მოგიყვებით.

ჭიებით დასნებოვნებს პროფილაქტიკა:

1. ხილი და ბოსტნეული არამხოლოდ უნდა გარეცხოთ, არამედ მდუღარე წყალიც უნდა დაასხათ, თუნდაც ისინი საკუთარ ბოსტანში იყოს მოწეული.

2. რაციონიდან გამორიცხეთ უმი თევზი და სუში, თევზები ვერ იტანენ დაბალ ტემპერატურას, ამიტომ ჩადეთ ისინი საყინულეში, ორი დღის შემდეგ კი მშვიდად შეუდექით მომზადებას.

3. თავი შეიკავეთ ყოველგვარი უმი ზღვის პროდუქტისგან, კარგია, რომ ისინი იყიდება გაყინულ მდგომარეობაში, რაც მათში ჰელმინთების (ჭიები) სიცოცხლისუნარიანობას გამორიცხავს.

4. ფრთხილად მოეკიდეთ ცუდად შემწვარ ხორცსა და სისხლიან სტეიკს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ღორის ღორცი იქნება, საქონლის თუ ფრინველის.

5. ძეხვეულიც ასევე შეიძლება იყოს პარაზიტების სამყოფი. ამიტომ ძეხვიც საყინულეში შეინახეთ.

6. გამორიცხეთ უმი თევზისა და ხორცეულის ჭამა, მხოლოდ კარგად მოხარშული, შემწვარი ან გამომცხვარი მასალა ჩართეთ რაციონში.

7. თავიდან აიცილეთ პიკნიკები, რომლებიც ცხოველების ფერმებთან ახლოს ტარდება.

საკმაოდ რთულია ჭიების პროფილაქტიკა ბავშვებში, მათი ცნობისმოყვარეობისა და მოუსვენრობის გამო. ისინი მუდმივად იკვლევენ სამყაროს, ხელით ეხებიან ყველაფერს და ხშირად პირშიც იდებენ. ამიტომ ხშირად მშობლების ყურადღება საკმარისი არ არის, ჭიებისგან მათი დაცვა პრაქტიკულად არარეალურია.

პროფილაქტიკის მიზნით ბავშვებს აძლევენ ტაბლეტებს, მაგრამ არც ეს არის სასარგებლო, მისი ტოქსიკურობის გამო. ამიტომ სჯობს სიცოცხლის დასაწყისშივე დაინერგოს სწორი კვების წესები.

 

საუკეთესო პროდუქტები ჭიის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში:

გოგრის თესლი. ყველაზე ეფექტური საშუალება ჰელმინთების წინააღმდეგ, რომელსაც პარაზიტები ადვილად გამოჰყავს ორგანიზმიდან. თესლის გამოყენება სჯობს მსუბუქად მოხალული სახით.

ნიორი. კიდევ ერთი ეფექტური საშუალება ჭიების პროფილაქტიკისთვის. მისი მიღება შეიძლება როგორც უმად, ასევე ნაყენის სახით. გაჭყლიტეთ ორი კბილი ნიორი, დაამატეთ რძე და თაფლი. ასეთი ნარევი არამხოლოდ დახოცავს პარაზიტებს, არამედ სწრაფად გამოდევნის მათ ორგანიზმიდან.

ბერძნული კაკალი. ერთ მუჭა კაკალს დაასხით მდუღარე და დადგით ნახევარი საათით. უფროსებისთვის რეკომენდირებულია დაახლოებით ოცდახუთი მილილიტრი ნაყენის მიღება. ორ წელს გადაცილებული ბავშვებისთვის კი დაახლოებით ათი მილილიტრი.

საუკეთესო პროფილაქტიკა ჭიების წინააღმდეგ – ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარი სხეულის სისუფთავეზე და ასევე სწორად მომზადებული საკვები. თუ არ იცავთ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, ჭიები ორგანიზმში მოხვედრას არ დააყოვნებენ. მსგავსი ტიპის პარაზიტების მსხვერპლად ყოფნა კი არავის უნდა.

ჰელმინთების გარდა სხვა პარაზიტებიც არსებობს, ისეთები, რომლებსაც არ აქვთ ფიზიკური გარსი. ესენი ენერგეტიკული პარაზიტები არიან, რომლებიც ჩვენს გარშემო არსებობენ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: