გახსოვთ, როგორი გემო აქვს ნამდვილ ‘’ტუშონკას’’?
ბოლო ხანებში სულ გინდებათ ხორცი?- შესაძლოა ამის მიზეზი არის ის, რომ ორგანიზმს აკლია რომელიმე ვიტამინი ან მიკროელემენტი ან უბრალოდ მოგენატრათ შინაური ‘’ტუშონკა’’.
სახლის ‘’ტუშონკის’’ რეცეპტი
მისი გაკეთება სულ არ არის რთული. ამისთვის არ არის საჭირო სპეციალური დანადგარები.
საკმარისია მხოლოდ ღუმელი და მინის ქილები
გემრიელი რომ გამოვიდეს ‘’ტუშონკა’’, უნდა აიღოთ ახალი უცხიმო ხორცი. შეგიძლიათ დაუმატოთ დამდნარი ღორის ქონი მცირე რაოდენობით.
ინგრედიენტები:
1 კგ ხორცი
0,5 კგ სალა
1 სუფრის კოვზი მარილი
1-2 დაფნის ფოთოლი თითო ქილაზე
5-6 მარცვალი სურნელოვანი პილპილი თითო ქილაზე
შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადება:
კარგად გარეცხეთ ხორცი გამდინარე წყალში და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
მოაცალეთ ხორცს ტყავი და დაჭერით 6-7 სმ სიგანის მსხვილ ნაჭრებად. ჩააწყეთ თასში, დაამატეთ მარილი და პილპილი.
კარგად აურიეთ ყველაფერი, დააფარეთ ხუფი და დადგით 1 საათით.
მოამზადეთ მინის ქილები სათანადოდ: კარად გარეცხეთ და გაასტერილეთ. შეგიძლიათ გაასტერილოთ ასეც: სუფთა მშრალი ქილები მოათავსეთ მიკროტალღურში 3 წუთით.
თითოეული ქილის ფსკერზე მოათავსეთ 1-2 დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი, შემდეგ მჭიდროდ ჩაალაგეთ ხორცი.
ხორცის დონე 2-3 სმ-ით დაბლა უნდა იყოს ქილის ნაპირიდან, რათა შიგთავსი არ გადმოიღვაროს. ქილებს დაახურეთ ლითონის ხუფები, რომლებსაც წინასწარ უნდა მოაცილოთ რეზინები. შედგით ცივ ღუმელში. დაზღვევის მიზნით ღუმელში ქვემოთ დადეთ საცხობი ფორმა, რომელშიც ჩასხმული იქნება ცოტა წყალი.
გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსამდე. როცა ხორცი ადუღდება, დაუწიეთ 150 გრადუსამდე და ხარშეთ 3 საათი.
სანამ ხორცი მომზადდება, დაჭერით სალა წვრილად და ჩააწყვეთ ტაფაში. გამოადნეთ ქონი დაბალ ცეცხლზე. გამზადებულ ხორცს მოასხით გამდნარი ქონი.
გამოიღეთ ქილები, ჩადეთ რეზინები ისევ ხუფებში, მოხუფეთ. დადგით ქილები თავით დაბლა და შეფუთეთ თბილად სრულ გაცივებამდე.
ყველაზე გემრიელი ხორცის კერძი მზადაა!
სახლის პირობებში მომზადებული ‘’ტუშონკა’’ ინახება მაცივარში 6 თვეს. ის შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერ კერძს, ასევე თან წაიღოთ აგარაკზე ან პიკნიკზე. ის იქ შეუცვლელი იქნება.
საკუთარი ხელით მომზადებული ხორცპროდუქტები მკვეთრად განსხვავდება ნაყიდისგან. მათ შემადგენლობაში ხომ საერთოდ არ არის გემოს გამაძლიერებლები, კონსერვატები და საღებავები.
გემრიელად მიირთვით!