მთავარი გასართობი 20 ციტატა ფილმიდან “ხელშეუხებელნი”, რომელებიც დადებითად დაგმუხტავთ

20 ციტატა ფილმიდან “ხელშეუხებელნი”, რომელებიც დადებითად დაგმუხტავთ

by guramus

ტკვივილი ხანდახან მიდის, მაგრამ ფიქრები ხომ რჩება.


თუ მუსიკაზე არ ცეკვავენ – ის მუსიკა არ არის.


არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ ფიზიკურად, მთავარია – ვინ ხარ შიგნიდან.


— მითხარით, დრის, რატომ იზიდავს ხელოვნება ხალხს?
— იქნებ, იმიტომ რომ ძალიან შემოსავლიანია?
— არა, ეს არის ერთადერთი გზა დატოვო კვალი დედამიწაზე.


— ბიჭებს ქუჩიდან არ აქვთ შეცოდების გრძნობა.
— საქმეც ამაშია. არ მინდა, რომ ვინმემ შემიცოდოს.


— გიყვართ ფერწერა?
— დიახ, ძალიან. მიყვარს რაფაელი.
— მე უფრო კუ-ნინძები მომწონს.


გაყინული ხორცის ნაჭერივით ვარ, რომელსაც ზეთში აგდებენ: ვერაფერს ვგრძნობ, მაგრამ მაინც ცუდად ვარ.


შეიძლება მიამიტი ვარ, მაგრამ ჩემში არის კიდევ რაღაც კარგი, საბანკო ანგარიშების გარდა.


არ ელოდო რომ უკეთესად გახდები. არ გახდები. სირთულეები ყოველთვის იქნება. ისწავლე იყო ბედნიერი ამ წამს. სხვაგვარად ვერ მოასწრებ.


ყველაზე საშიში ის კი არ არის რომ ეტლში ვარ, არამედ ის რომ მის გარეშე ვარ.


— გაქვთ რეკომენდაციები?
— დიახ. უამრავი.
— კარგით. გისმენთ.
— ნუ რა ვიცი, «Kool and the Gang», «Earth, Wind and Fire». რეკომენდაციას ვუწევ.


— და თქვენ იცით შუბერტი, შოპენი, ბერლიოზი?
— ვიცი თუ არა ბერლიოზი? გასაკვირია, თქვენ რომ იცით ბერლიოზი.
— მე სპეციალისტი ვარ.
— ვა მართლა, ვის იცნობთ იქ? რომელი ბინიდან?
— რას ნიშნავს “რომელი ბინიდან” არა, მომისმინეთ, ეს ეხლა არის ბერლიოზი – პარიზის რაიონი, ხოლო მე-19 საუკუნეში ის იყო კომპოზიტორი, მწერალი და კრიტიკოსი.


— ეს რა მუსიკაა?
— ეს არის ანტონიო ვივალდის “წელიწადის დროები”.
— ააა, “ტომი და ჯერიდან”?


— ორმოცდაცამეტი კილო.
— ორმოცდაცამეტი? ნორმალურია, თუ სიმაღლეში ერთი მეტრი არ ხარ.


— ბიჭს პრობლემა აქვს. თან როგორი პრობლემა…
— ჩ-ჩ-ჩ!!
— ის ხეა… მომღერალი ხე…. გერმანულიო… ახლა გერმანულადაც….
— ჩ-ჩ-ჩ!
— მორჩი გაჩუმებას! ის ხომ ახლა გერმანულადაც მღერის, თითქოს ხე რომ იყო ის არ მეყო. შეიძლება გავგიჟდე. და რამდენი ხანი გრძელდება?
— 4 საათი.
— ამის დედაც!


ხალათი გაიხადეთ, თორემ თავი საგიჟეთში მგონია.


— ჩემთვის ისეთივე მთავარი არ არის სილამაზე, როგორც სულიერი კავშირი ადამიანთან.
— ადამიანთან გასაგებია, მაგრამ თუ ის ვიღაც გომბეშოა? მაშინ თქვენ გექნებათ სულიერი კავშირი გომბეშოსთან.


— მოკლედ ფელიპე. მე არ ვრჩები სადილზე…
— რატომ?
— თქვენ არ იქნებით მარტო… ასე გამოვიდა, რომ ახლა პაემანი გაქვთ.
— პაემანი?! რეებს ბოდავ?!
— ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება… ოღონდ ახლა თქვენ აღარ გაიქცევით..


არ დანებდე, არასდროს არ დანებდე, სანამ ბრძოლა არ დასრულებულა.