მთავარი კულინარია ცხიმების მოშორება კარტოფილით. მინუს 4 კილო 3 დღეში, ორმოცი წლის ასაკშიც კი.

ცხიმების მოშორება კარტოფილით. მინუს 4 კილო 3 დღეში, ორმოცი წლის ასაკშიც კი.

by Keti

პრაქტიკულად ყველას უყვარს კარტოფილი, ეს გემრიელი და ნოყიერი ბოსტნეულია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი დახმარებით შესაძლოა ჭარბი წონის მოშორებაც.

კარტოფილის დიეტას შეიძლება თამამად ვუწოდოთ ყველაზე გემრიელი და დამანაყრებელი. ის გათვლილია მხოლოდ სამ დღეზე, როგორც მიღებულია ნებისმიერი მონო დიეტის დროს.

კარტოფილის დიეტა გახდომისთვის

კარტოფილის მოსავლის აღების სეზონი – ყველაზე შესაფერისი პერიოდია კარტოფილის დიეტის დასაცავად. სწორედ ამ პერიოდში ნაყოფს აქვს საუკეთესო კვებითი ღირებულება.

კარტოფილის დიეტაზე ყოფნა ძალიან იოლია, რადგან კარტოფილი ნოყიერია, მასში ბევრი მცენარეული ცილაა. კეფირი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე და ასევე მდიდარია ცილით.

1. პირველი დღის მენიუ

საუზმე: ერთი მოხარშული კარტოფილი უმარილოდ, ორასი მილილიტრი უცხიმო კეფირი

სადილი: ორი გამომცხვარი კარტოფილი და ერთი ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი

ვახშამი: ორი ჭიქა უცხიმო კეფირი ან დასალევი იოგურტი – დანამატების გარეშე.

2. მეორე დღის მენიუ

საუზმე: ორასი მილილიტრი უცხიმო კეფირი

სადილი: ორი გამომცხვარი კარტოფილი და ერთი ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი

ვახშამი: ერთი მოხარშული კარტოფილი უმარილოდ, ორასი მილილიტრი უცხიმო კეფირი

3. მესამე დღის მენიუ

საუზმე: ერთი მოხარშული კარტოფილი უმარილოდ

სადილი: ერთი მოხარშული კარტოფილი უმარილოდ, ორასი მილილიტრი უცხიმო კეფირი

ვახშამი: ორასი მილილიტრი უცხიმო კეფირი

ძალიან მნიშვნელოვანია საღამოს დალიოთ ორი ჭიქა წყალი ლიმონის წვენით, სასურველია, ძილამდე არცთუ დიდი ხნით ადრე. ერთ ჭიქა წყალზე – ნახევარი ლიმონი.

ლიმონიანი წყალი გააძლიერებს კარტოფილის დიეტის ეფექტს. ამ საკვირველ საშუალებას ხომ ყველა საჭმლის მომნელებელი პროცესის დარეგულირება შეუძლია.

უჩვეულო სიმსუბუქეს იგრძნობთ დილაობით.

პირადად მე ვგიჟდები კარტოფილზე, ამიტომ ჩემთვის დიეტების უმრავლესობის დაცვა რთულია, რადგან კარტოფილი, პრაქტიკულად, ყველა გასახდომი დიეტიდან ამოღებულია.

როგორც კი კარტოფილის დიეტის არსებობის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე მისი მოსინჯვა. ის ნამდვილად მუშაობს! მთავარია, დალიოთ მინიმუმ ლიტრა ნახევარი წყალი დღეში და იფიქროთ კარგზე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: