ხაჭოს ნამცხვარი თეთრი შოკოლადით: განუმეორებელი გემო აქვს 40 წუთში მომზადებულ ამ საოცრებას.

თუმცა მოცემულ კერძს ჰქვია ნამცხვარი, გემოთი ის უფრო ღრუბელივით ნაზ სუფლეს გვაგონებს. მას განსაკუთრებულს ხდის – ჰაეროვანი კრემის ტექსტურა და თეთრი შოკოლადის მსუბუქი გემო. თუ თქვენ არ გიყვართ ხაჭო არანაირი სახით, ეს ტკბილეული სასიამოვნო გამონაკლისი გახდება.

ამ ნამცხვრისთვის უკეთესია გამოიყენოთ უცხიმო ხაჭო და 15%-იანი ცხიმიანობის მქონე არაჟანი. მარცვლოვანი ხაჭო აუცილებლად გახეხეთ საცერზე. თუ ზუსტად მიჰყვებით ყველა რჩევას, ნამცხვარი გამოვა ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

ხაჭო – ორას ორმოცდაათი გრამი

რძე – ასი მილილიტრი

მანის ბურღული – ორი სუფრის კოვზი

შაქარი – ორი სუფრის კოვზი

კვერცხი – ერთი ცალი

თეთრი შოკოლადი – ორმოცდაათი გრამი

მომზადება:

ათქვიფეთ ხაჭო ბლენდერში, ცხიმიანი რძე ან არაჟანი, მანი, შაქარი – სანამ ერთგვაროვან მასად იქცევა. დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ სათქვეფით.

დაამტვრიეთ შოკოლადი ნატეხებად და შეურიეთ ხაჭოს მასას.

გადაიტანეთ მასა საცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ წასმული აქვს კარაქი.

მოამზადეთ ორას გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში, ნახევარი საათის განმავლობაში. შეგიძლიათ მოამზადოთ მულტიფუნქციურ გაზქურაში რეჟიმზე ,,გამოცხობა” – ოცდათხუთმეტი წუთის განმავლობაში.

თუ თქვენ ჭეშმარიტად ტკბილის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ, მირთმევის წინ ნამცხვარს წაუსვათ შედედებული რძე, გამოდის ძალიან გემრიელი. შეგიძლიათ მიირთვად როგორც ცხელი ასევე ცივი.

გემრიელად მიირთვით!

  კომენტარები