მთავარი კულინარია ამ ახალწელს აუცილებლად მოვამზადებ ამ სალათებს. არცერთი წვეთი მაიონეზი არ არის საჭირო. აი რეცეპტი

ამ ახალწელს აუცილებლად მოვამზადებ ამ სალათებს. არცერთი წვეთი მაიონეზი არ არის საჭირო. აი რეცეპტი

by guramus

ქალის ლოგიკა ამოუცნობია: ხანდახან რამდენიმე თვე იცავენ მკაცრ დიეტებს, პატარა კარამელსაც არ თანხმდებიან, რათა ახალი წლის ღამეს შეუდარებლად გამოიყურებოდნენ.

მაგრამ რა ხდება შემდეგ? თეფშზე უამრავ სხვადასხვა მაიონეზიან სალათას იგროვებენ და მთელი ახალი წლის პერიოდში გემრიელად მიირთმევენ, რათა მოიმატონ იმდენი, რაც ამ 1 ღამისთვის დაკარგეს.

ამგავრი რიტმის შემდეგ, ორჯერ უფრო მეტი ძალისხმევის დახარჯვა გიწევთ, რათა მომატებულ კილოგრამებს გაექცეთ. რატომ უნდა გამოსცადოთ კუჭი და ნერვები, როცა მაიონეზიანი საკვების ნაცვლად, გემრიელი სალათის მირთმევა შეგიძლიათ და თანაც არცერთი მაიონეზის წვეთით!

ორიგინალური სალათები ახალი წლისთვის
ქათმითა და ბროწეულის მარცვლებით

ინგრედიენტები
  • 2 მოხარშული ქათმის ბარკლები
  • 1 ბროწეული
  • 1 ს.კ ლიმნის წვენი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 ხახვი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ

  1. გაასუფთავეთ ქათამი კანისგან, ხორცი წვრილ ნაჭრებად დაჭერით. გასუფთავებული ხახვი ნახევარმთვარეებად დაჭერით და ზეთში შეწვით.
  2. გაასუფთავეთ ბროწეული და გამოყავით მარცვლები. დაჭერით ოხრახუში.
  3. აურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოასხით ლიმნის წვენი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
კრაბის ჩხირებითა და სოკოთი

ინგრედიენტები

  • 200 გ შამპინიონი
  • 200 გ კრაბის ჩხირები
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 სალათის ფურცელი
  • მზესუმზირის ზეთი

როგორ მოვამზადოთ

  1. გარეცხეთ და დაჭერით შამპინიონი მცირე ნაჭრებად, დაკეპეთ ხახვი. ტაფაზე, მზესუმზირის ზეთში შეწვით ინგრედიენტები ხახვის გამჭვირვალე მდგომარეობამდე. დაამატეთ ტაფას გახეხილი სტაფილო, მარილი და პილპილი. შეწვით მომზადებამდე.
  2. დაჭერით ნახევარმთვარეებად კრაბის ჩხირები. შემწვარ მასას შეურიეთ ჩხირები, დაამატეთ დაკონსერვებული სიმინდი და საგულდაგულოდ აურიეთ. მოსართავად სალათის ფოთოლი გამოიყენეთ.
“ბერძნული” სალათი

ინგრედიენტები

  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 3 პომიდორი
  • 5 ნედლი კიტრი
  • 0,5 წითელი ხახვი
  • 150 გ ყველი
  • 15 ზეთისხილი კურკის გარეშე
  • 1 ს.კ. ლიმნის წვენი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 0,5 ჩ.კ. ორეგანო
  • 4 ჭიქა ზეითუნის ზეთი

როგორ მოვამზადოთ

  1. დაჭერით წიწაკა, პომიდორი და კიტრი მოზრდილ ნაჭრებად. დაჭერით ნახევარწრეებად წითელი ხახვი. აურიეთ ერთმანეთში.
  2. დაჭყლიტეთ ნიორი, აურიეთ მარილში, პილპილში, ლიმნის წვენსა და ზეითუნის ზეთში.
  3. გასაფორმებლად დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი ყველი, ორეგანო და ზეთისხილი.
კომბოსტოს სალათი ბროწეულით

ინგრედიენტები

  • 0,5 თავი პეკინური კომბოსტო
  • 0,5 თავი წითელი კომბოსტო
  • 1 კონა კამა
  • 0,5 ბროწეული
  • მზესუმზირის ზეთი
  • 2 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ

  1. გახეხეთ კომბოსტო, მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, დაამატეთ დაქუცმაცებული კამა და ბროწეულის მარცვლები.
  2. დაჭყლიტეთ ნიორი, აურიეთ ძმარში, ზეთსა და მარილში. მიღებული მასა შეურიეთ სალათს. საგულდაგულოდ აურიეთ და ბროწეულის მარცვლებით მორთეთ.
კომბოსტოს სალათი ფორთოხლით

ინგრედიენტები

  • 3 სტაფილო
  • 1 ფორთოხალი
  • 0,5 ლიმონი
  • 3 ვაშლი
  • 400 გ პეკინური კომბოსტო
  • მზესუმზირის ზეთი და მარილი გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ

  1. წვრილად დაჭერით კომბოსტო. გაასუფთავეთ ფორთოხალი, მოაცალეთ კანი და დაჭერით ნაჭრებად.
  2. გათალეთ ვაშლი, მოაცალეთ გული, დაჭერით ზოლებად და დაწურეთ ლიმნის წვენი. აურიეთ მიღებული ინგრედიენტები.
  3. დაამატეთ გახეხილი სტაფილო, მზესუმზირის ზეთი და საგულდაგულოდ აურიეთ.

ასეთი გემრიელი და სასარგებლო სალათებით შეგიძლიათ გააფორმოთ და გაამრავალფეროვნოთ საახალწლო სუფრა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: