მთავარი რჩევები ტიბეტური მარგალიტები: მეც არ მეჯერა, მაგრამ ამან ყველაფერი შეცვალა.

ტიბეტური მარგალიტები: მეც არ მეჯერა, მაგრამ ამან ყველაფერი შეცვალა.

by Keti

ტიბეტელი მონაზვნების ახალაზრდული და მხნე შესახედაობის საიდუმლო ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ხუთი მარტივი სავარჯიშოს – ე.წ. ,,ტიბეტური მარგალიტების” – შესრულება, გვაძლევს შთამბეჭდავ შედეგს: კურნავს დაავადებებისგან, აახალგაზრდავებს, აღადგენს მხედველობას, სმენას, არეგულირებს წონას, ამაღლებს შრომისუნარიანობას.

ტიბეტური მარგალიტები

1. ვარჯიში პირველი

პირველი სავარჯიშო მდგომარეობს საათის ისრის მიმართულებით ბრუნვაში. ხელები ასწიეთ მხრების სიგანეზე, ხელისგულეით დაბლა.დაიწყეთ ბრუნვა საათის ისრის მიმართულებით, სანამ მსუბუქ თავბრუსხვევას არ იგრძნობთ. ეცადეთ ნელა, თანაბრად და ღრმად ისუნთქოთ. თავიდან სამი ბრუნი გააკეთეთ და თანდათან აიყვანეთ ოცდაერთამდე. შემდეგ დაისვენებ, სანამ თავბრუსხვევა გაქრება.

2. ვარჯიში მეორე

დაწექით ზურგზე, ხელები სხეულის გასწვრივ. გააკეთეთ მაქსიმალური ამოსუნთქვა. ღრმად ჩაისუნთქეთ და თან ასწიეთ ორივე ფეხი მაღლა, 90 გრადუსზე. თავი მიბჯენილია მკერდზე. ეცადეთ მუხლები არ მოხაროთ. ამოსუნთქვისას დაუბრუნდით საწყის პოზიციას.

დაიწყეთ სამი მისვლიდან და თანდათან აიყვანეთ ოცდაერთამდე. დასრულების შემდეგ დაწექით ზურგზე და მოდუნდით 30-60 წამის მანძილზე.

3. ვარჯიში მესამე

დადექით მუხლებზე, ფეხები ერთმანეთის პარალელურად. ხელის გულები დუნდულებზე. ამოსუნთქვისას თავი დახარეთ მკერდისკენ. ჩასუნთქვისას – თავი გადააგდეთ უკან და მკერდი გამოწიეთ წინ. ამოსუნთქვისას თავი კვლავ მკერდისკენ დახარეთ. ესეც დაიწყეთ სამი გამეორებით და აიყვანეთ ოცდაერთამდე.

4. ვარჯიში მეოთხე

დაჯექით ხალიჩაზე. ხელის გულები დააწყვეთ იატაკზე. თითები იყურება წინ. ტერფები მხრების სიგანეზეა. თავი დახრილია მკერდისკენ. ჩასუნთქვისას ქუსლიდან ფეხის წვერამდე გადაადგილებისას ასწიეთ ტანი მაღლა, თავი კი გადააგდეთ უკან.

გაჩერდით ასე რამდენიმე წამი, თან დაჭიმეთ ყველა კუნთი. ამოსუნთქვისას დაუბრუნდით საწყის პოზას. კვლავ დაიწყეთ სამი გამეორებით და აიყვანეთ ოცდაერთამდე. შეისვენეთ 30-60 წამით.

5. ვარჯიში მეხუთე

დამამთავრებელი ვარჯიში – ძაღლი სახით მაღლა. დადექი ხელებზე მწოლიარე მდგომარეობაში. მოიხარე, ხელის გულები და ფეხის გულები მხრებზე ცოტა განივად განალაგე. მუხლები და სხეული არ ეხება იატაკს. გადააგდეთ თავი უკან და ამოისუნთქეთ. ჩასუნთქვისას აწიეთ ტანი და გადადით ძაღლის პოზაში, სახით დაბლა. ნიკაპი ებჯინება მკერდს, ფეხები დაჭიმულია, სხეული გვაგონებს მახვილ კუთხეს.

ამოსუნთქვისას დაუბრუნდი საწყის პოზას, არ დაგავიწყდეთ ნელი სუნთქვა. დაიწყეთ სამი გამეორებით და აიყვანეთ ოცდაერთამდე. შეისვენეთ 30-60 წამით.

იმისათვის, რომ ამ მარგალიტებმა სასურველი შედეგი მოგვცეს, უნდა დავიცვათ რამდენიმე მარტივი წესი:

      საერთო წესები

  1. რეგულარულობა – შეასრულეთ ვარჯიშთა კომპლექსი დღეღამეში ერთხელ, გამოტოვების გარეშე. პირველ კვირას თითო ვარჯიშის სამჯერ გამეორება, მეორე კვირას – ხუთჯერ, მესამე კვირას – შვიდჯერ და ა.შ. ოცდაერთ გამეორებამდე ათი კვირის განმავლობაში.
  2. საუკეთესო დრო ვარჯიშისთვის არის დილით, უზმოზე.
  3. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი, თანაბარი და ღრმა სუნთქვა ცხვირით.
  4. თუ გიჭირთ რომელიმე ვარჯიში, ნუ დაიძაბებით, სჯობს ნაკლები გააკეთოთ და ხარისხიანად.
  5. თითო ვარჯიშის შესრულების შემდეგ არ დაივიწყოთ ერთწუთიანი მოდუნება და სუნთქვის აღდგენა.

შეუდექით ამ ვარჯიშების შესრულებას დღეიდან და იგრძნობთ, როგორ იცვლებით შიგნიდან და გარედან.

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ სხვებსაც!