მთავარი საკითხავი როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა? 20+ იდეა თქვენი საახალწლო განწყობისთვის

როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა? 20+ იდეა თქვენი საახალწლო განწყობისთვის

by guramus

ახალი წელი უფრო და უფრო ახლოვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე ოჯახისა და მეგობრების გარშემო სუფრაზე მხირულად შევიკრიბებით. გამოცდილმა დიასახლისებმა იციან: იდეალური სადღესასწაულო მენიუ საკმარისი არაა. სააალწლო სუფრის მორთულობა ისევე შექმნის ამაღლებულ გაანწყობას, როგორც გემრიელი კერძი.

ახალი წლის სუფრის გაფორმებაში ყველაფერი მნიშვნელოვანია: ჭიქების განთავსებიდან ხელსახოცების ფერამდე. წარმოგიდგენთ იდეებს, რომლებითაც შთაგონების მიღებას შეძლებთ.

როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა

ტრადიციული საშობაო დეკორი წითელ-თეთრ ტონებში

ახალი წლის სუფრის მორთულობა განსაკუთრებით აქტუალურია 2019 წელს. ყვითელ ღორს სიმდიდრე და მყუდროება უყვარს, მაგრამ უგემოვნობას ვერ იტანს. რამდენიმე აქცენტის გაკეთება საკმარისია. ეს შეიძლება იყოს ჭურჭლის კომპლექტი, სანთლები ან ყველაფერი ერთად.

ბუნებრივი მატერიალები: ხე, ტოტები, გამხმარი ყვავილები, ხილი – ყველაზე მოკრძალებულ სუფრასაც კი განაახლებენ. საკმარისია რამდენიმე დეტალი და თავს ახალი წლის ღამეს ბრწყინვალედ იგრძნობთ.

სანთლები ჯადოსნურ მორთულობას ასრულებენ.

ასევე, ყურადღება გაამახვილეთ ჭურჭელზე. თუ სპეციალური საახალწლო სერვიზი არ გაქვთ, იფიქრეთ კრეატიულად. მაგალითად შექმენით თოვლის ბაბუა 2 სადა თეთრი თეფშით – ეს მარტივია და ორიგინალური. 

შეძლიათ წყალგამძლე მარკერებითა და თარგით თეთრი თეფში სადღესასწაულოდ აქციოთ.