მთავარი რჩევები გაიუმჯობესეთ მეხსიერება, ყურადღება და კონცენტრაცია რაციონში ათი სუპერ პროდუქტის დახმარებით

გაიუმჯობესეთ მეხსიერება, ყურადღება და კონცენტრაცია რაციონში ათი სუპერ პროდუქტის დახმარებით

by Keti

ეს პროდუქტები განამტკიცებს თქვენს ჯანმრთელობას და დაგეხმარებათ იაზროვნოთ უფრო სწრაფად. სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებისა და მიკროელემენტების წყალობით, ასეთი საკვები – შეუცვლელი ენერგიის წყაროა ტვინისთვის. აუცილებლად დაამატეთ მოცემული ათი პროდუქტი რაციონში და იგრძნობთ, როგორ გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი.

საკვები პროდუქტები ტვინის მუშაობისთვის

1. გოგრის თესლი

გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, რომელიც გვეხმარება აქტიური გონებრივი მუშაობის ჩამოყალიბებაში და საუკეთესოდ გვინარჩუნებს მეხსიერებას.

2. ბერძნული კაკალი

სხვა კაკლეულთან შედარებით ბერძნული კაკალი შეიცავს ვიტამინ E-ს ყველაზე დიდი რაოდენობით. ვიტამინი E ტვინს იცავს რღვევითი პროცესებისა და დაავადებებისგან, რომლების მის დაბერებასთანაა დაკავშირებული.

3. პომიდორი

მიირთვით პომიდორი და თავს დაიცავთ ალცჰეიმერის დაავადებისგან. ის მდიდარია ლიკოპინით, ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება.

4. კაკაო

შავი შოკოლადი არამარტო ძალიან გემრიელია. კაკაო ამაღლებს ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებს და კარგად მოქმედებს გულის მუშაობაზე. რაც უფრო კარგად მუშაობს გულ-სისხლძარღვთა სისტემა, მით უკეთ იკვებება ტვინი სასარგებლო ნივთიერებებით.

5. ცხიმიანი თევზი

წითელი თევზი, სკუმბრია, თინუსი, სარდინი – თევზი, რომელიც აუცილებლად უნდა ჭამოთ, თუნდაც იშვიათად. ომეგა 3, უჯერო ცხიმი, რომელსაც ეს თევზი შეიცავს, დადებითად მოქმედებს ტვინზე და მას უნარჩუნებს ახალგაზრდობასა და აქტიურობას.

6. პროდუქტები დაღერღილი მარცვლეულისგან

დაღერღილი პროდუქტები გვეხმარება შევინარჩუნოთ შაქრის ბალანსი სისხლში ერთ დონეზე. ეს იცავს ტვინს საკვები ნივთიერების უკმარისობისგან – დაღერღილი მარცვლეულისგან დამზადებული პროდუქტები წარმოადგენს მძლავს ენერგეტიკულ რესურსს ტვინის ხანგრძლივი ფუნქციონირებისთვის.

7. ბროკოლი

ვიტამინი K – ამას შეიცავს ეს კომბოსტო. ეს ვიტამინი აუცილებელია აქტიური აზროვნებითი პროცესებისთვის.

8. მწვანე ჩაი

კატეხინი და თიანინი – ანტიოქსიდანტები, რომლებსაც მწვანე ჩაი შეიცავს. ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ტვინის მუშაობას, აუმჯობესებენ კონცენტრაციას, ხელს უწყბენ ადამიანის განწყობის გამჯობესებას.

9. შავი მოცხარი

შავი მოცხარი შეიცავს ვიტამინ С-ს. ამ ვიტამინს ტონუსში მოჰყავს მთელი ორგანიზმი და ხელს უწყობს ტვინში ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნას. თუ ეწეით თამბაოს, აუცილებლად ჩართეთ მენიუში С ვიტამინის დამატებითი წყრო, რადგან მოწევის დროს, ის დაუნდობლად ნადგურდება.

10. ბადრიჯანი

ვინ იფიქრებდა, რომ ბადრიჯანიც იქნებოდა ამ სიაში. და ეს ანტოციანინის – ანტიოქსიდანტის – დამსახურებით, რომელიც დიდი რაოდენობითაა ბადრიჯანში. ისინი გვიცავს სკლეროზის ადრეული ჩამოყალიბებისგან.

იმისათვის, რომ შენარჩუნოთ ნათელი გონება ხანდაზმულ ასაკშიც, შეცვალეთ თქვენი კვების რეჟიმი ახლავე. შედეგი გაგაკვირვებთ. ენერგია, რომელსაც ეს პროდუქტები ტვინს აძლევს, გარდაგქმნით – გექნებათ უფრო სწრაფი აზროვნება, ადვილად გაიღვიძებთ და შეინარჩუნებთ მხნეობას მთელი დღის მანძილზე.

მოუყევით ყველას თუ როგორი მნიშვნელოვანია სწორი კვების პროდუქტები ტვინის ეფექტური მოქმედებისთვის!