მთავარი ფილმები “ერთმსახიობიანი” ფილმების ტოპ 9

“ერთმსახიობიანი” ფილმების ტოპ 9

by guramus

ჯენიუსი გთავაზობთ 9 საუკეთესო ფილმს, სადაც მთელი სიუჟეტი ერთი პერსონაჟის გარშემო ვითარდება.

ნერვები ზღვარზე – HIGH STRUNG

ტანე ფუროუსი,უკიდურესად ცინიკური, მაგრამ ბრწყინვალე იუმორისტული საბავშვო წიგნების მწერალი, იღვიძებს ერთ დილას, და მას შემდეგ ყველა და ყველაფერი აღიზიანებს მას.

ის დღე ბევრად განხვავდება სხვა დღეებისაგან. იგი იწყებს უცნაური ზარების და წერილების მიღებას. ასევე ესმის ხმები. ყველაფერი კი მიანიშნებს, რომ 8 საათზე რაღაც მოხდება…

სისხლიანი ნაპირი – THE SHALLOWS

უკიდეგანო ოკეანე, მიტოვებული პლიაჟი და სასურველი გარემო კარგი ტალღის ძებნისას, სერფინგის მოყვარულთათვის.

ერთი შეხედვით არანაირი საფრთხე არ ჩანს უმშვენიერესი სერფინგის მოყვარული მარტოხელა ქალისთვის, მის გეგმაში ზვიგენთან შეხვედრა არ შედიოდა …

ყველაფერი დაკარგულია – ALL IS LOST

მამაკაცი საკუთარი იახტით მოგზაურობს ინდოეთის ოკეანეში. უცებ ამინდი იცვლება და მას მოუწევს ბუნების ძალებთან შებრძოლება, რათა ნაპირზე საყვარელ ადამიანებთან დაბრუნდეს.

გარიყული – CAST AWAY

ჩაკი, ფედექსის საერთაშორისო ტოპ მენეჯერი და კელი, სტუდენტი, რომელიც სადოქტორო თეზისზე მუშაობს დაქორწინებას გეგმავენ, მაგრამ ჩაკის თვითმფრინავი, რომლითაც ის მალაიზიაში მიემგზავრებოდა კატასტროფას განიცდის.

ის ერთადერთი გადარჩენილია და მხოლოდ თვითმფრინავის ტვირთის ნარჩენები აქვს. გადარჩება თუ არა იგი და დაუბრუნდება თუ არა ქალს, რომელიც უყვარდა?

ლოქი – LOCKE

ივან ლოქი არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს წარმატების მისაღწევად. ხვალინდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, კარიერული ზრდის თვალსაზრისით.

მაგრამ საღამოს მის ტელეფონზე გაისმის ზარი, რომელიც თავდაყირა აყენებს მთელ მის ცხოვრებას.

1408

ცნობილი მწერალი გადაწყვეტს საკუთარი თვალებით დარწმუნდეს იმქვეყნიური ცხოვრების არსებობაში სასტუმრო “დელფინის” ცუდი რეპუტაციით განთქმულ ნომერში 1408. (სტივენ კინგის მოთხრობის ეკრანიზაცია)

ადამიანი რომელსაც სძინავს – THE MAN WHO SLEEPS (UN HOMME QUI DORT)

ახალგაზრდა სტუდენტი გადაწყვეტს აღარ ჰქონდეს კავშირი იმ სამყაროსთან, რომელსაც სჭირდება მის ცხოვრებაში რაღაცის მცირედის გადატანაც კი.

ცოცხლად დამარხული – BURIED

ფილმის მთავარი გმირი პოლი ავღანეთში იბრძვის. ბრძოლაში ერთ-ერთი შეჯახებისას იგი გონს კარგავს და გმირს ვიწრო და ბნელ ადგილას ეღვიძება. იგი ანთებს სანთებელას და აღმოაჩენს, რომ კუბოში წევს. მას ბევრი ტანჯვის გადატანა მოუწევს თავისუფლების მოსაპოვებლად და გადასარჩენად.

ბრონსონი – BRONSON

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც ფოსტის დაყაჩაღებისათვის 7 წელს მიუსჯიან და საბოლოოდ ოცდაათწლიანი პატიმრობა უწევს ცალკე საკანში, სადაც მას შეცვლის მისი ალტერ ეგო, ჩარლზ ბრონსონი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: