მთავარი კულინარია სპეციალურად მათთვის, ვისაც ყველი არ უყვარს: მოამზადეთ ღორის ხორცი პურში. აი, რეცეპტი

სპეციალურად მათთვის, ვისაც ყველი არ უყვარს: მოამზადეთ ღორის ხორცი პურში. აი, რეცეპტი

by Keti

გთავაზობთ, მოამზადოთ პურის მასით შემოგარსული ხორცი. ეს პური შეიწოვს სანელებლებისა და ხორცის წვენის არომატს და ხორცზე უფრო მეტად მოგეწონებათ. გემრიელია როგორც ცხელი, ისე ცივი კერძის სახით.

შეგიძლიათ გამოიყენოთ არამხოლოდ რეცეპტში მითითებული სუნელები, არამედ დაამატოთ რაიმე თქვენი გემოვნებითაც. მაგალითად, მწარე საკვების მოყვარულთ შეუძლიათ ხორცი შეანელონ ნივრის ფხვნილით ან ჩილის წიწაკით, დაამატონ მუსკატის კაკალი ან თეთრი წიწაკა.

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი – კილო-ნახევარი

პური – ოთხასი გრამი

ოხრახუში – ერთი კონა

კარაქი – ას ორმოცდაათი გრამი

ნიორი – ოთხი კბილი

პროვანსული ბალახი – ერთი ჩაის კოვზი

მარილი და პილპილი გემოვნებით

ზეთი – გემოვნებით.

მომზადება:

შეაშრეთ ხორცი ქაღალდის ხელსახოცით, შეაზილეთ პილპილი და მარილი. საცხობს წაუსვით ცხიმი და დაალაგეთ მასზე ხორცი. გამოაცხვეთ ორმოცდაათი წუთით, ას ოთხმოც გრადუსზე.

ააჭერით პურს ქერქი თხელ ფენად. გული დაანამცეცეთ, შეურიეთ რბილ კარაქს, დაჭრილ ოხრახუშსა და ნიორს. დაამატეთ მარილი და სუნელები. მიღებული მასა ფოლგის ფურცელზე გაანაწილეთ ერთი ან სანტიმეტრნახევარი სისქის მართკუთხედის სახით. შედგით მაცივარი თხუთმეტი წუთით.

გამოიღეთ პურის ფირფიტა, დადეთ მასზე ხორცი, შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხეთ ოცდათხუთმეტი წუთის განმავლობაში ას ოთხმოც გრადუსზე. შემდეგ მოხსენით ფოლგა და კვლავ განაგრძეთ ცხობა ათი წუთის მანძილზე.

მზა ხორცი ცოტა ხანს დატოვეთ, რათა წვენში გაიჟღინთოს. შემდეგ დაჭერით და საყვარელ სოუსთან ერთად მიიტანეთ სუფრაზე.

გაუმასპინძლდით ამ გემრიელობით ახლობლებს და გაუზიარეთ ეს რეცეპტი!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: