მთავარი ჯანმრთელობა დეტოკს-დიეტა: 48 საათში ორგანიზმი მზად არის და იწყებს ცხიმების წვას ელვის სისწრაფით.

დეტოკს-დიეტა: 48 საათში ორგანიზმი მზად არის და იწყებს ცხიმების წვას ელვის სისწრაფით.

by Keti

აღმოჩნდა, რომ 48 საათი სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ ორგანიზმიდან ტოქსინები გამოიდევნოს და დაჩქარდეს ნივთიერებათა ცვლა. პარალელურად კი ზედმეტი კილოგრამებიც მოვიშოროთ. რა თქმა უნდა, ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი კვება თქვენი ფიგურის საკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ დამატებითი საშუალებებიც არ ქნება ზედმეტი.

ჩვენ სწრაფი გახდომის მისაღწევად გვაქვს ჩვენებური გასაღები და სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ საიდუმლოს. მთელი ეშმაკობა არის ორ დეტოქს სასმელში/ნაყენში, რომლებიც 48 საათში გარდაქმნის თქვენს ფიგურას.

სასმელი პირველი

ინგრედიენტები:

სამასი მილილიტრი წყალი

ერთი სუფრის კოვზი თაფლი

ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული იმბირი

ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი

ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

გამხმარი ან ახალი პიტნის ერთი ღერო

მომზადება:

იმბირს, დარიჩინს და პიტნას დაასხით მდუღარე, დააფარეთ ხუფი და დადგით ათი წუთით. თბილ ნაყენში ჩაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი. გამოიყენეთ ძილის წინ

სასმელი მეორე

ინგრედიენტები:

ორი პომიდორი

ოთხი კბილი ნიორი

ექვსი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

ხუთასი მილილიტრი წყალი

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ბლენდერის ჭურჭელში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიიღეთ დილით უზმოზე.

ამ 48 საათის განმავლობაში თქვენი კვების რაციონში უნდა შედიოდეს ჯანმრთელი პროდუქტები: ახალი ბოსტნეული და ხილი, დაღერღილი ხორბლის პური, უცხიმო მოხარშული ხორცი, ვიტამინებით სავსე ბურღულეული, მაგალითად, წიწიბურა ან ოსპი. დალიეთ საკმარისი რაოდენობის სითხე – დღეში არანაკლებ ორი ლიტრი.

ამ გამწმენდი სასმელების რეცეპტი დაგჭირდებათ მნიშვნელოვანი მოვლენების ან საზაფხულო შვებულების წინ. შენახეთ და გაუზიარეთ მეგობრებს.