მთავარი რჩევები დაუნდობელი მკვლელები! თრომბები ჩნდება და ნელ-ნელა კლავს, ამის მიზეზი კი ეს არის

დაუნდობელი მკვლელები! თრომბები ჩნდება და ნელ-ნელა კლავს, ამის მიზეზი კი ეს არის

by Keti

იშემიურ ინსულტს შეიძლება თამამად ვუწოდოთ XXI საუკუნის მთავარი მკვლელი. რამდენ ადამიანს აინვალიდებს ის და რამდენს უსწრაფებს სიცოცხლეს. მაგრამ ის თავისით არ ჩნდება, არამედ არის სისხლძარღვის თრომით დაცობის შედეგი, ამიტომ სწორედ თრომბების წარმოქმნა არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში და დროულად აღმოვაჩინოთ საფრთხე.

ჩვენ მოგიყვებით რატომ ჩნდება თრომბები და როგორ უნდა დავიცვათ მათგან თავი.

თრომბები სისხლძარღვებში

დაზიანებული სისხლძარღვის თრომბით დახშობის უნარი – ორგანიზმის ერთ-ერთი დამცველობითი რეაქციაა, რომელიც არ უშვებს სისხლის უკონტროლო კარგვას. მაგრამ ისინი საფრთხეს მაშინ წარმოადგენენ, როცა ამა თუ იმ მიზეზით მათი რაოდენობა მკვეთრად იზრდება. თრომბები ადამიანის სისხლგამტარ სისტემაში ჩნდება სისხლის შენელებული მოძრაობის დროს, ასევე სისხლის მაღალი სიბლანტისა და სისხლძარღვთა შიდა ზედაპირის მთლიანობის დარღვევისას.

თრომბი განთავსდება არტერიებში, ვენებში და გულშიც კი. არახელსაყრელი მდგომარეობების დროს თრომბი შეიძლება მოწყდეს და ეს გახდეს ინსულტის მიზეზი. ასევე შენელებული სისხლის მიმოქცევა ვარიკოზული დაავადების, ჭარბი წონისა და ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის თანმხლები პროცესია.

მომატებული რისკის ჯგუფში იმყოფებიან მჯდომარე სამუშაოს მქონე ადამიანები და ისინი, ვინც მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებიან. ამ ჯგუფში შედიან ორსულები და ქალები, რომლებიც ჰორმონულ კონტრაცეპტივებს იღებენ.

დაფიქრება მართებთ მწეველ ადამიანებსაც, ვინაიდან ნიკოტინი ტრომბოქსანს გამოათავისუფლებს, რაც სისხლის შედედების მძლავრი ფაქტორია. უნდა დაფიქრდნენ მკაცრი დიეტის მოყვარულებიც: საკვების შეზღუდვა იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას და შედეგად სისხლის სიბლანტის გაზრდას.

თრომბის წარმომნის პროფილაქტიკა

1. თქვენს ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც სისხლის შედედებას ამცირებენ. ასეთია ალუბალი, მწვანე ჩაი, თინუსი, მარცვლოვანი და ზღვის პროდუქტები, პარკოსანი მცენარეები, კაკალი და ბოსტნეული.

2. დაუთმეთ სპორტს მინიმუმ ნახევარი საათი დღეში, განსაკუთრებით, თუ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური დატვირთვები, ფეხით სეირნობა, კარდიო და დილის ვარჯიშები, ცეკვა.

3. აუცილებლად სვით წყალი, ლიტრა-ნახევარი ან ორ ლიტრამდე დღეში – ეს არის სუფთა წყლის ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის, განსაკუთრებით თუ გიყვართ ყავა ან ხშირად მიირთმევთ ცხიმიან საკვებს.

4. უარი თქვით მარგარინსა და მის შემცველ საკვებზე. არ მოიხმაროთ ჭარბად ცხიმიანი საკვები და სუბპროდუქტები.

5. ანტითრომბული მოქმედება აქვს შემდეგ პროდუქტებს: ჭინჭარს, პიტნას, სალბს, ასფურცელას, უკვდავას. შეგიძლიათ მიიღოთ მათი ნახარში ან დაამატოთ  ჩაიში.

6. ყურადღება მიაქციეთ თქვენს წონას. ჭარბი წონის მქონე ადამიანები ხშირად იტანჯებიან თრომბების წარმოქმნით.

 

თრომბის წარმოქმნის პროცესი ძალზე იშვიათად (მექანიკური ტრავმის, დაცემის, გარეგანი დაზიანებების შედეგად) გვხვდება ჯანმრთელ სისხლძარღვებშიც. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ კვებას, რეჟიმს, უარი თქვით თამბაქოზე, პერიოდულად ჩაიტარეთ სისხლის გამოკვლევები და ეწვიეთ კარდიოლოგს, რათა დროულად გამოვლინდეს ორგანიზმში არსებული დარღვევები.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს სასარგებლო სტატია!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: