მთავარი კულინარია აიღეთ შედედებული რძე და მდუღარე წყალი: შედეგად ეს ტკბილი ბლინები გამოცხვება. აი რეცეპტი

აიღეთ შედედებული რძე და მდუღარე წყალი: შედეგად ეს ტკბილი ბლინები გამოცხვება. აი რეცეპტი

by Keti

თუ სახლში წვეთი რძე არ გაქვთ, მაგრამ გსურთ თხელი ბლინების სწრაფად მომზადება, გამოსავალი არის! ეს ჩვენი რეცეპტი უჩვეულოა და ამავედროს მარტივი. შედედებულ რძეზე დამზადებული თხელი და ტკბილი ბლინები გამოდის რბილი, ხრაშუნა კიდეებით, ის განუმეორებელი გემოს მქონეა.

ეს რეცეპტი იმდენად კარგია, რომ მაშინვე დაგავიწყდებათ თხელი ბლინების მოსამზადებელი ძველი რეცეპტი. ტკბილის მოყვარულები მას ხუთიანს უწერენ.

თხელი ბლინები

ინგრედიენტები

ერთი ქილა შედედებული რძე

ერთი ქილა მდუღარე წყალი

ორი კვერცხი

ორი ჭიქა ფქვილი

ერთი სუფრის კოვზი კარაქი

ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

1. ღრმა თასში ჩაასხით შედედებული რძე, ქილა არ გადააგდოთ.

2. დაუმატეთ ორი კვერცხი დაა ათქვიფეთ მიქსერით ან სათქვეფით.

3. გამოყენებულ ქილაში ჩაასხით მდუღარე წყალი, გამოავლეთ და თასში გადსხით. აურიეთ.

4. ჩააცერით ფქვილი. ჩაყარეთ მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ. დაამატეთ გამდნარი კარაქი და კვლავ გულმოდგინედ აურიეთ

5. დაუმატეთ ცომში მეორე ქილა მდუღარე წყალი და კვლავ აურიეთ. უნდა მიიღოთ თხევადი ცომი, ბუშტუკებიანი.

6. წაუსვით ტაფას ზეთი და გამოაცხვეთ ბლინები ერთი ან ორი წუთით ორივე მხრიდან ოქროსფრის მიღებამდე.

7. მომზადებულ ბლინებში ჩადეთ ნებისმიერი ტკბილი შიგთავსი (ხაჭო, კენკრა, ჯემი, შოკოლადი) და სწრაფად მიიტანეთ უფრასთან.

ასეთი რეცეპტით მომზადებული ბლინები მოეწონებათ მათ, ვისაც რძის პროდუქტები არ უყვართ ან მისი მიუღებლობა აქვთ. ასევე მათ, ვისაც მობეზრდათ ადრინდელი რეცეპტით გაკეთებული.

გაანებივრეთ ახლობლები გემრიელი საუზმით, თან დაზოგეთ დრო და ფული.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: