მთავარი კულინარია ნამდვილი ძეხვის რეცეპტი გერმანიიდან: მოამზადეთ ფრიკანდელები სახლში. იდეალური გემო გარანტირებულია.

ნამდვილი ძეხვის რეცეპტი გერმანიიდან: მოამზადეთ ფრიკანდელები სახლში. იდეალური გემო გარანტირებულია.

by Keti

ფრიკანდელები – უახლოესი ნათესავებია ჩვენთვის ცნობილი ფრიკადელკების, ოღონდ სიგარის მსგავსი ფორმისაა. ფარშისგან დამზადებული ძეხვი გარსის გარეშე ძალიან პოპულარულია ბელგიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში. თუ ამ სოსისებს მივცემთ სფერულ ფორმას, ფრიკადელკებისგან ვერც გაარჩევთ.

მათი მომზადება რთული სულაც არაა, ხოლო ჭამა კი – დიდი სიამოვნება. ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ ძეხვი სახლის პირობებში ზედმეტი კაპიკებისა და ბევრი დროის დახარჯვის გარეშე.

შინაურული ძეხვი

ინგრედიენტები:

500 გრამი ფარში

ორი კბილი ნიორი

ნახევარი ხახვი

სამი ტოტი ოხრახუში

ორი სუფრის კოვზი შვრიის ქატო

500 მილილიტრი წითელი, მშრალი ღვინო

მარილი და პილპილი გემოვნებით

მუსკატის კაკალი, კორიანდრი და კარდამონი – გემოვნებით

კარაქი შესაწვავად

ზეთი შესაწვავად

მომზადება

1. ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ. თუ იყენებთ მზა ფარშს, ისიც კვლავ გაატარეთ.

2. ხახვი დაჭერით წვრილად და გაატარეთ ხორცის მანქანაში, ასევე დააქუცმაცეთ ნიორი და ოხრახუში.

3. დაამატეთ ფარშს ხახვი, ნიორი, ოხრახუში, სანელებლები და ქატო. კარგად მოზილეთ ფარში და შეინახეთ მაცივარში ერთი საათით.

4. ხორცსაკეპ მანქანას ჩამოაცვით სპეციალური ჩამოსაცმელი ძეხვისთვის ან გამოიყენეთ საკონდიტრო ტომარა, რათა მიიღოთ გრძელი და წვრილი სოსისები. ფორმამიცემული ძეხვები საყინულეში შეინახეთ, რათა მსუბუქად გაიყინოს.

5. გაცხელებულ ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ცოტა ზეთი და შეწვით ძეხვები ორივე მხრიდან.

6. შემდეგ ტაფაში ჩაასხით ღვინო, ამოავლეთ მასში შემწვარი ძეხვები ღვინის სრულ ამოშრობამდე. მიიტანეთ ცხელი ზეხვი სუფრასთან.

ფრიკანდელები რაღაცით გვაგონებენ ბალკანურ ძეხვს – ჩევაფჩიჩის. მიირთვით შინაურული ძეხვი თეთრ პურთან ერთად, ბოსტნეულთან, შემწვარ კარტოფილთან და სოუსთან ერთად. ან მისი მირთმევა შეგიძლიათ, როგორც ამას გერმანელები აკეთებენ – ცივი ლუდის კათხასთან ერთად.

აუცილებლად შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებს!