მთავარი რჩევები თუ სახამებლის ნიღაბს გამოიყენებთ, 64 წლის ასაკშიც 50 წლის ადამიანის სახე გექნებათ. აი რეცეპტი

თუ სახამებლის ნიღაბს გამოიყენებთ, 64 წლის ასაკშიც 50 წლის ადამიანის სახე გექნებათ. აი რეცეპტი

by Keti

ძალიან სასიამოვნოა, როცა უფროსი თაობა თავისი სილამაზის საიდუმლოებს გვიზიარებს, რადგან საშუალებები, რომლებსაც ეს მოვლილი ქალბატონები იყენებენ, აპრობირებულია წლების განმავლობაში. საინტერესოა, იგებ ზოგიერთი ქალის ნამდვილ ასაკს და გაოცებისგან პირს აღებ: ნუთუ შესაძლებელია 60 წლის ასაკში გამოიყურებოდე, როგორც 50-ის?!

აღმოჩნდა, რომ კარტოფილის სახამებელს აქვს უნარი გააქროს წვრილი ნაოჭები სახიდან, გამოკვებოს ისინი და გამოაცოცხლოს. ამ შესანიშნავი ფხვნილის საფუძველზე მომზადებული ნიღბების რეგულარული გამოყენება გაგათავისუფლებთ სხვადასხვა ძვირადღირებული საშუალებებით კანის გაახალგაზრდავების აუცილებლობისგან.

სახამებელზე დამზადებული ნიღბები

სახამებელს + თაფლი

ინგრედიენტები:

ერთი სუფრის კოვზი სახამებელი

ერთი ჩაის კოვზი მარილი

ერთი ჩაის კოვზი თაფლი

ცოტა თბილი რძე

გამოყენება:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი გარდა რძისა. შემდეგ დაასხით იმდენი რძე, რომ სქელი ფაფა მიიღოთ. დაიტანეთ ნიღაბი სუფთა სახეზე და ჩამოიბანეთ ნახევარი საათის შემდეგ თბილი წყლით.

სახამებელს + ვარდკაჭკაჭა 

ინგრედიენტები:

ერთი სუფრის კოვზი სახამებელი

ერთი ჩაის კოვზი მარილი

ერთი ჩაის კოვზი ვარდკაჭკაჭა

ცოტა თბილი რძე

გამოყენება:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. შემდეგ წაისვით ნიღაბი სუფთა სახეზე და ჩამოიბანეთ ნახევარი საათის შემდეგ თბილი წყლით.

სახამებელს + ცილა

ინგრედიენტები:

ერთი სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი

ცოტა ადუღებული წყალი

ერთი კვერცხის ცილა

ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

გამოყენება:

შეურიეთ სახამებელი წყალს პასტის მსგავს მდგომარეობამდე, შემდეგ დაუმატეთ ცილა და ცოტა ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ. დაიტანეთ ნიღაბი სახის სუფთა კანზე და ჩამოიბანეთ ნიღბის ნარჩენები თბილ წყალში დასვენებული ბამბის ტამპონით.

რაც ადრე დაიწყებთ ასეთი ნიღბების გაკეთებას, მით უკეთესი: არ ღირს უცადოთ კანის ასაკობრივი ცვლილების გამოვლინებებს, დარჩით თვალისმომჭრელები, ძვირფასო ქალბატონებო. აუცილებლად შეინახეთ და სინჯეთ ეს რეცეპტები, არ ინანებთ.