მთავარი რჩევები საკმარისია მიიღოთ ამ საშუალების ერთი კოვზი, საუზმისა და სადილის წინ, რათა აღიდგინოთ სახსრები

საკმარისია მიიღოთ ამ საშუალების ერთი კოვზი, საუზმისა და სადილის წინ, რათა აღიდგინოთ სახსრები

by Keti

სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენგანს დროთა განმავლობაში გვიჩნდება სახსრების ტკივილის პრობლემა. ზოგს ეს პრობლემა ღრმა სიბერეში ეწევა, სხვები კი გაცილებით ადრე იტანჯებიან. ეს შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული: მძიმე ფიზიკური შრომა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჰორმონული ფონის ცვლილება, მემკვიდრეობითი ფაქტორები…

მაგრამ არსებობს არცთუ ისე ცოტა ხალხური საშუალება სახსრების დასახმარებლად, რომლებიც ზოგჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ზოგიერთი ძვირადღირებული მედიკამენტი. ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით დამზადებული ბუნებრივი საშუალება ფლობს მძლავრ, აღმდგენით და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ზრდის სახსრების ელასტიურობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლს ამარაგებს სასარგებლო ინგრედიენტებით.

როგორ აღვიდგინოთ სახსრები

ინგრედიენტები:

ერთი კილო თაფლი

ათი სუფრის კოვზი სელის თესლი

ორმოცდაათი გრამი გასუფთავებული, უმი გოგრის თესლი

ხუთი სუფრის კოვზი დაფქული სეზამის თესლი

სამი სუფრის კოვზი ქიშმიში

ორმოცდაათი გრამი გასუფთავებული მზესუმზირას თესლი

ორმოცდაათი გრამი ხორბლის ქატო

 

მომზადება

  1. დიდ თასში გულმოდგინედ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.
  2. გადაიტანეთ ნარევი შუშის ქილაში, დააფარეთ ხუფი და შეინახეთ მაცივარში.

მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ნარევი ოცი წუთით ადრე საუზმემდე და სადილამდე. მის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია არც ერთ კომპონენტზე.

წამალი გამოდის გასაკვირად გემრიელი, ასევე ეს არის კარგი საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, რადგან ყველა ინგრედიენტი ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებების ამოუწურავი მარაგითაა სავსე, შესაბამისად ზრდის ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს.

დილით, ერთი კოვზის მიღებისთანავე, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს!