მთავარი რჩევები კვლევა: გათხოვილ ქალებს მეტი სტრესი აქვთ ოჯახში, ვიდრე მარტოხელებს. ჩვენ გასწავლით როგორ დააღწიოთ თავი უსარგებლო განცდებს ოჯახურ ცხოვრებაში

კვლევა: გათხოვილ ქალებს მეტი სტრესი აქვთ ოჯახში, ვიდრე მარტოხელებს. ჩვენ გასწავლით როგორ დააღწიოთ თავი უსარგებლო განცდებს ოჯახურ ცხოვრებაში

by Keti

სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების საინტერესო დაკვირვება: ქორწინებაში მყოფი ქალები გაცილებით მეტ სტრესს განიცდიან, ვიდრე მარტოხელები. მათ მეტად აწუხებთ თავის ტკივილები, დეპრესია და ცუდი გუნებ-განწყობა. აღმოჩნდა, რომ ამის ძირითად მიზეზს წარმოადგენენ ქმრები, და არა ბავშვების მოვლა.

გამოკითხული ქალების თითქმის 50% ამბობს, რომ ქმრები გაცილებით მეტ საზრუნავს უქმნიან, ვიდრე პატარა ბავშვები.

ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა ურთიერთობა

1. მამაკაცი იქცევა ბავშვივით

ტყუილად არ ამბობენ ხალხურ გამოთქმაში, რომ ბავშვობის პირველი 35 წელი მამაკაცებისთვის ძალიან რთულია. ძალიან ხშირად კაცი იქცევა ბავშვივით, მას სჭირდება მუდმივი მოვლა, ყველა საქმეში მიმართულების მიცემა. მოზარდობისას სიცელქე სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ როცა 40 წლის მამაკაცი ყოველთვის ეძებს თავგადასავალს, ეს უკვე პრობლემაა.

ასევე ბავშვზე ზრუნვითა და მათი აღზრდით ძირითადად დედები კავდებიან, ხოლო მამები უფრო თამაშობენ. ეს ხშირად იწვევს მეუღლეებს შორის კონფლიქტს, რაც უარყოფითად აისახება ქალზე.

2. სახლის საქმის ძირითადი ნაწილი ქალებზეა

მრავალი ქალი ჩივის, რომ ოჯახურ საქმეებში ქმარი არ ეხმარება. თუ ადრე კაცი ინახავდა ოჯახს, ხოლო ქალი მყუდროებას ქმნიდა, ახლა ქალიც მუშაობს, ალაგებს, ამზადებს, ბავშვები დაჰყავს აქა-იქ. მამაკაცებს დასვენებისთვის ბევრად მეტი დრო რჩებათ. საჭიროა, ერთმანეთის შრომისა და დროის დაფასება. უნდა მოხდეს ვალდებულებათა რაციონალური გადანაწილება და ყველაფერი სწრაფად გაკეთდება, მეუღლეებს კი ერთმანეთთან ურთიერთობისთვისაც მეტი დრო დარჩებათ.

3. ქალებს მუდმივად აქვთ დანაშაულის გრძნობა

რადგან პასუხისმგებლობის დიდი წილი ქალს ეკისრება, სწორედ ის გრძნობს დანაშაულს, თუ რამე ისე არ ხდება. ეს კი თავის მხრივ იწვევს სტრესს, რაც ხელს უშლით მათ ყოველდღიური საქმიანობების განხორციელებაში. არის ქმრების კატეგორია, რომლებიც ქალს ადანაშაულებენ ბავშვების ცუდად მოქცევაში. ამ დროს მრავალმა მათგანმა არც იცის, როგორ გამოიყურება ის სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც მათი შვილები დადიან.

ამიტომ საჭიროა საქმეების არამხოლოდ გადანაწილება, არამედ მასზე პასუხისმგებლობების აღებაც. მნიშვნელოვანია, ქალი გრძნობდეს მხარდაჭერასა და გაგებას მეუღლისგან.

მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ოჯახში ქრონიკული სტრესი არცთუ იშვიათად იწვევს განქორწინებას და ასევე ვნებს ჯანმრთელობას. ამიტომ უნდა იზრუნონ ერთმანეთზე და გაუფრთხილდნენ საკუთარ თავსაც და მეუღლესაც, რათა დაიცვან ნეგატიური ემოციებისგან. მნიშვნელოვანია, ქალებს ახსოვდეთ, რომ კაცს არ შეუძლიათ ყველაფერს თვითონ მიხვდეს და ზოგჯერ საჭიროა, უბრალოდ სთხოვოთ დახმარება ან დაელაპარაკოთ თუ რა გწყინთ. შესაძლოა, ის კი არ არის ცუდი, არამედ შენ წარმოსახე ის ასეთად.

გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილებებიც!