მთავარი კულინარია ბლინები წითელი თევზის შიგთავსით: ნამდვილი გადატრიალება კულინარიაში

ბლინები წითელი თევზის შიგთავსით: ნამდვილი გადატრიალება კულინარიაში

by Keti

ბლინები – არამხოლოდ ფანტასტიკური გემოს მქონე რამაა, რომელიც იდეალურად უხდება ყველანაირ ჯემსა და ხილს, ის ასევე სხვადასხვა საუზმის უნივერსალური საფუძველია. მაგალითად, მას ხშირად ამატებენ სალათებში, იყენებენ კერძების მოსართავად და რულეტის მოსამზადებლად.

არატკბილი ბლინები საუკეთესო საუზმედ შეიძლება იქცეს, თუკი სწორ პროდუქტებს შევურჩევთ. ჩვენ შემოგთავაზებთ შედევრალურ რეცეპტს შებრაწული ბლინებით, მოხარჯული ბრინჯითა და ორაგულის კონსერვით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე თინუსის კონსერვი ან ნებისმიერი წითელი თევზი.

ინგრედიენტები

ორასი გრამი ხორბლის ფქვილი

ერთი ცალი კვერცხი

ერთი სუფრის კოვზი არაჟანი

ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

ერთი სუფრის კოვზი შაქარი

ერთი მწიკვი მარილი

ორას ორმოცდაათი მილილიტრი რძე

ასი გრამი ორაგული

ნახევარი ბულგარული წიწაკა

ოცი გრამი ბრინჯი

ორი სუფრის კოვზი სიმინდის კონსერვი

მომზადება

შიგთავსის მოსამზადებლად გარეცხეთ და მარილიან წყალში მოხარშეთ ბრინჯი.

წიწაკა გარეცხეთ, გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით, აურიეთ ის გაციებულ ბრინჯსა და სიმინდთან ერთად. დაამატეთ ორაგულის კონსერვი და აურიეთ ყველაფერი.

ღრმა ჭურჭელში ოთახის ტემპერატურის რძეში ჩაასხით და აურიეთ არაჟანი, შაქარი, მარილი, კვერცხი და ფქვილი. ერთგვაროვან მასაში ჩაასხით ზეთი და კვლავ გულმოდგინედ აურიეთ.

მშრალ ტაფაზე შეწვით თხელი ბლინები, გაანაწილეთ მათზე შიგთავსი, გადაახვიეთ ბლინები კონვერტის სახით და შეწვით კარაქში გაწითლებამდე.

გამზადებული კერძი მიიტანეთ სუფრაზე საყვარელ სოუსთან ერთად. თუ თევზი არ გიყვართ, შეგიძლიათ ის შეცვალოთ მოხარშული ქათმის ფილეთი. ძალიან გემრიელი გამოდის.

გაუზიარეთ რეცეპტი კულინარიის მოყვარულ მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: