დღესდღეობით გახდომის უამრავი საშუალება არსებობს. მათ ეფექტურობაში დარწმუნება რთულია. ბევრი წონაში მკაცრი რეჟიმის შედეგად იკლებს, ზოგი კალორიების შემცირებით აღწევს მიზანს. რას აკეთებთ თქვენ? ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის დეტოქს-სასმელები. ეს ძალიან გემრიელი რამ არის.
ეს თავიდან შეუძლებლად გვეჩვენება. ეს მართალიცაა, ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ გახდომა მტკინეული პროცესია და მისი მიღწევა ფანტასტიკად გვეჩვენება. მაგრამ მოცემული რეცეპტი დაგარწმუნებთ, რომ ცხიმგროვები არ არის დაუძლეველი პრობლემა – ეს არ არის განაჩენი. მთავარი მონდომებაა და თქვენ რეალურად მიუახლოვდებით იდეალურ ფორმებს.
გასახდომი სასმელები
ყველაზე პოპულარულია სმუზები. ეს ახალმოდური სიტყვა აღნიშნავს დაფქულ ხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს. სმუზი – ეს არის სატყუარა, თითქოს არაფერს ჭამთ, მაგრამ რჩებით დანაყრებული. მასში ყველაფრის შერევა შეიძლება შაქრისა და თაფლის გარდა.
სიაში მეორე ადგილი უკავიათ პროტეინის კოქტეილებს. ისინი ცვლიან რაციონს, ორგანიზმს ეხმარებიან დღეღამური კალორიული ნორმის შემცირებაში, ოღონდ შიმშილის შეგრძნების გარეშე. ნაყიდი კოქტეილები შეიცავს ფერმენტებს, ჰორმონებს, ცილებს, რძეს, სოიოს, კვერცხს. ხშირი გამოყენება იწვევს თირკმელების დაავადებებს.
უჯრედისის შემცველი კოქტეილები თრგუნავს მადას. კუჭში გაფუების შედეგად უჯრედისი მას ავსებს.
გემრიელი გასახდომი სასმელი
მის შემადგენლობაშია – ბანანი, ფორთოხალი, სელი და სეზამი. ერთობლივი მოქმედებით, ეს პროდუქტები, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ და აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას. ასევე ორგანიზმიდან დევნიან ზედმეტ სითხეს.
თქვენ დაგჭირდებათ: ერთი ბანანი, ორი ფორთოხალი, ორი სუფრის კოვზი სელის თესლი, სამი ჩაის კოვზი სეზამი, ორასი მილილიტრი წყალი.
მომზადება
- გაფცქვენით ხილი, დაჭერით კუბებად, გათქვიფეთ ბლენდერში ფაფისებრი მასის მიღებამდე.
- ჩაყარეთ თესლები წყალში.
- დაიცადეთ 5 წუთი და დალიეთ.
ეს სასმელი უკეთესია მიიღოთ ყოველ დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე და საღამოს ვახშმის ნაცვლად. ერთი თვის შემდეგ იგრძნობთ, რომ გახდომა არა მტანჯველი, არამედ სასიამოვნო პროცედურაცაა.
სვით და არ მოგინდებათ ბევრი საკვების მიღება, ტკბილის მოთხოვნილებაც უკანა პლანზე გადაინაცვლებს.
მოუყევით ყველას გახდომის ამ იოლ მეთოდზე. საკმარისია ერთი სასმელის მომზადება!