მთავარი რჩევები “54 წლის ვარ და მაინც 30 წლის გოგოსავით გამოვიყურები. აი, დიეტა, რომელსაც ვიცავ.”

“54 წლის ვარ და მაინც 30 წლის გოგოსავით გამოვიყურები. აი, დიეტა, რომელსაც ვიცავ.”

by Keti

ძნელია დავიჯეროთ, რომ ჟანა ეპლი 54 წლის არის, რადგან ახლაც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 15 წლის წინ. ერთადერთი რაც მასში შეიცვალა, თმის ფერია. საინტერესოა, რომ მსახიობი ქირურგიული ჩარევებისა და კოსმეტოლოგიის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგია. ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო თუ როგორ გამოსდის ჟანა ეპლს, რომ შეინარჩუნოს ახალგაზრდული სახე და ლამაზი ფიგურა.

ჟანა ეპლი

,,რეალურად ეს ჩემი კი არა, ჩემი მშობლების დამსახურებაა. მადლობა დედას და მამას გენეტიკისთვის. რაც შეეხება გარეგნობას, მე ვალდებული ვარ, ჩემი მაყურებელი გავახარო, ასევე ჩემი შვილები, რათა მათ ჩემით იამაყონ.” – ამბობს მსახიობი. გარდა ამისა, ის თვლის, რომ ყველა მსახიობი თავისებურად ლამაზი და გამორჩეულია.

მსახიობმა პლასტიკურ ქირურგიას, უმჯობესია, კარიერის დასაწყისში მიმართოს, მაშინ, როცა მას არავინ იცნობს. მსახიობი კოსმეტოლოგსა და სტილისტს თვეში ერთი-ორჯერ ეწვევა ხოლმე, იკეთებს სახის პილინგს და ისუფთავებს კანს. დარწმუნებულია, რომ სახის კარგი წმენდა ეხმარება კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. მას უყვარს ნატურალური მაკიაჟი, ხოლო თვალებს ნათელი ფერის ტუშით იღებავს.

მას ყოველთვის თან დააქვს სახის დამატენიანებელი საშუალება, დღეში რამდენჯერმე ისხამს არომატულ წყალს სახესა და ხელებზე, რადგან გასტროლების დროს კანი შრება. ჟანა სხვებს ურჩევს, დალიონ ბევრი წყალი და მეტი იძინონ. ,,ბევრი, ბევრი ძილი სიზმრების გარეშე, ბევრი, ბევრი წყალი გაზიანის გარეშე. ასევე ქალური სილამაზის საიდუმლო იმალება სპორტსა და ინტიმურ ურთიერთობებში.”

მსახიობი კვირაში რამდენჯერმე დადის სატრენაჟორო დარბაზში, დაკავებულია კრივით, ცურვითა. თუმცა სწორი კვების დაცვა მისთვის საკმაოდ რთულია. ბევრ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას ძალიან უყვარს კარგად ჭამა.

ჟანა ეპლი ასევე გატაცებულია სამზარეულოში დროის გატარებით. გიჟდება ფრანგულ კერძებზე. კარგი ფორმის შენარჩუნებისთვის კი საუკეთესო დამხმარეებად თვლის სუფთა წყალსა და შინაურ ხაჭოს, რომლის საყიდლადაც დადის ბაზარში. კარგ დასანაყრებელ საშუალებად ის თვლის სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის სალათას მაიონეზით.

ჟანა ეპლი ფლობს ბუნებრივ ქარიზმასა და სიმშვიდეს, რაც მას განსაკუთრებულ შარმს ანიჭებს. ის თავადვე აღიარებს, რომ ქუჩაში არამხოლოდ მაშინ სცნობენ, როცა ხედავენ, არამედ მაშინაც, როდესაც მისი ხმა ესმით. საუბრის განსაკუთრებული მანერა მას გამოარჩევს სხვა მსახიობებისგან, ხოლო კარგი გარეგნობა და ფიგურა მისი ვიზუალური საუნჯეა. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ შეინარჩუნოთ ინდივიდუალურობა არამხოლოდ გარეგნობის კუთხით.

მოგვახსენეთ კომენტარებში თქვენი აზრიც, თუ რა უნარჩუნებს ქალს სილამაზესა და ახალგაზრდობას.

გაუზიარეთ მეგობრებს სტატია!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: