მთავარი კულინარია რაც ეს მეთოდი წავიკითხე, ყველაზე იაფფასიანი ბრინჯისგანაც კი იდეალურ ფლავს ვამზადებ

რაც ეს მეთოდი წავიკითხე, ყველაზე იაფფასიანი ბრინჯისგანაც კი იდეალურ ფლავს ვამზადებ

by Keti

ბრინჯი – შესანიშნავი გარნირია თითქმის ყველა ბოსტნეულის კერძისთვის. რთული ნახშირწყლების 80%, მარილის მინიმალური შემცველობა და გლუტენის სრული არარსებობა ხდის მას ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის პოპულარულ პროდუქტს. არსებობს სხვადასხვა ხარისხის ბრინჯი.

ყველაზე სამარგებლოდ ითვლება ველური ანუ გაუფცქვნელი ბრინჯი, თუმცა ასეთი ბრინჯი საკმაოდ ძვირი ღირს.

ჩვენ გთავაზობთ საშუალებას, რომ ისწავლოთ რეალურად ჯადოსნური გარნირი, შედარებით იაფფასიანი ბრინჯისგან. მიჰყევით ჩვენს რეცეპტს:

ფანტია ბრინჯი გარნირისთვის

ინგრედიენტები

ერთი ჭიქა ბრინჯი

ოთხასი მილილიტრი წყალი (მოსახარშად)

ორმოცი გრამი კარაქი

ერთი ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1. პირველ რიგში ბრინჯი უნდა გარეცხოთ ძალიან კარგად. ღრმა ჯამში მარცვლებს დაასხით წყალი, გულმოდგინედ მოურიეთ ხელით და სახამებლიანი წყალი გადაღვარეთ. გაიმეორეთ პროცედურა მანამდე, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება.

2. გარეცხილ ბრინჯს ცივი წყალი დაასხით, დააფარეთ ჯამს ქაღალდის ხელსახოცი და დადგით მინიმუმ ორი საათი. ბრინჯის დალბობა მთელი ღამითაც შეიძლება, ან დილიდან.

3. წყალი გადაღვარეთ და კვლავ გულმოდგინედ გარეცხეთ ბრინჯი. ჩაყარეთ ბრინჯი ქვაბში, დაასხით წყლის ის რაოდენობა, რაც მითითებულია ინგრედიენტებში.

4. მიიყვანეთ ბრინჯი ადუღებამდე და ხარშეთ ინტენსიურ ცეცხლზე სამი წუთით. ამ ეტაპზევე დაამატეთ მარილი და კარაქი. დაახურეთ ქვაბს სახურავი, ცეცხლი გამორთეთ და დატოვეთ სასურველი კონდიციის მისაღებად ნახევარი საათის მანძილზე.

ასეთი ბრინჯის გარნირი არაჩვეულებრივი გამოდის. სულ რაღაც რამდენიმე მანიპულაცია და აქტიური ხარშვის სამი წუთი. შედეგად მიიღებთ ნამდვილად გემრიელ და სასარგებლო გარნირს. ასევე გამოდგება სხვადასხვა ღვეზელის შიგთავსად.

მოგეწონათ რეცეპტი? გაუზიარეთ ის მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: