მთავარი კულინარია მარგალიტის ქერის დიეტა: 7 დღეში მინუს 4 კილოგრამი გარანტირებულია.

მარგალიტის ქერის დიეტა: 7 დღეში მინუს 4 კილოგრამი გარანტირებულია.

by Keti

ქერის მარცვალი შესახედაობით გვაგონებს მდინარის მარგალიტს. ეს ბევრისთვის არცთუ ისე საყვარელი კერძი შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას. ძველად ძლევამოსილი მეფეებიც მზარეულებს სწორედ ამ საკვებს უკვეთდნენ, რათა ძალა მოეკრიბათ, იმუნიტეტი გაეძლიერებინათ და წონაშიც არ მოემატებინათ. მათ შორის იყო რუსეთის მეფე პეტრე I. დღესდღეობით სწორედ ამ მარგალიტის ქერის დიეტა დაუჯერებლად პოპულარულია.

არსებობს გახდომის სამი ვარიანტი. ძირითადი განსხვავება დიეტის ხანგრძლივობაში მდგომარეობს. პირველი დღე მიიღეთ, როგორც ორგანიზმის განტვირთვა. მესამე დღეს თქვენ უკვე შედეგს დაინახავთ, ხოლო ერთი კვირის შემდეგ შეგეძლებათ სასურველ წონას მიუახლოვდეთ, თუკი უკვე არ მიაღწევთ. გთავაზობთ ქერის დიეტას:

როგორ მოვარშოთ მარგალიტის ქერი სწორად

აიღეთ მარცვლეულის აუცილებელი რაოდენობა. გარეცხეთ და დაასხით მას ცივი წყალი, სავარაუდო პროპორციაა სამი ჭიქა წყალი ერთ ჭიქა ბურღულზე.

დადგით ცეცხლზე, აადუღეთ, შემდეგ ცეცხლს ჩაუწიეთ და თავდახურული ხარშეთ მომზადებამდე. მარილი შუა ხარშვისას დაამატეთ.

თუ ხარშვისას წყალი დაშრება, ჩაამატეთ.

როცა ფაფა მომზადდება დაამატეთ ცოტა კარაქი.

მარგალიტის ქერის ერთდღიანი დიეტა

დავიწყოთ ყველაზე მკაცრი ვარიანტით. დღის მანძილზე მხოლოდ მოხარშული ბურღული უნდა მიირთვათ, სასმელებიდან კი მხოლოდ წყალი ან ჩაი ლიმნის ან ფორთოხლის ნაჭრის დამატებით. უარი თქვით მარილზე. ასეთ დიეტაზე ყოფნა რთული არაა, მთავარია არ დაარღვიოთ.

ქერის სამდღიანი დიეტა

გაიმეორეთ ერთდღიანი დიეტის რაციონი და გააგრძელეთ ის სამი დღე. აღწერილი წესების მკაცრი დაცვა საშუალებას მოგცემთ გათავისუფლდეთ ორი ან სამი კილოსგან, ანუ დაახლოებით დღეში ერთი კილოსგან. ასეთი მონო დიეტა ნებისმიერი წონის დროს ეფექტურია.

ქერის შვიდდღიანი დიეტა

დღის განმავლობაში საკვების ძირითადი მიღების რაოდენობა არის სამი. საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მიირთვით ქერის ფაფა. შუალედებში კი მიიღეთ 1%იანი ცხიმის შემცველობის კეფირი, ასევე ერთი მოხარშული კვერცხი, მოხარშული ბოსტნეული, ცოტა ჩირი.

ეცადეთ გამოიყენოთ რაც შეიძლება ცოტა მარილი, დალიოთ მეტი წყალი და არ დაიძინოთ გვიან. მთელი კვირის გაძლება რთულია, თუმცა დიეტის შედეგები ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. ქერის ფაფის დიეტა არამხოლოდ წონის კლებაში გვეხმარება, არამედ საკმაო რაოდენობის კოლაგენის გამომუშავებაში, რაც აუცილებელია ლამაზი კანისთვის. ასევე ეს დიეტა ორგანიზმს ვიტამინებით ამდიდრებს. გამოაქვს შლაკები, ამცირებს მუცლის, ბარძაყისა და საჯდომის მოცულობას. ასე რომ, დაფიქრდით, იქნებ დროა მოიმარაგოთ სასარგებლო ბურღული.

ჰკითხეთ მეგობრებსაც თუ რას ფიქრობენ ამ დიეტის შესახებ!