მთავარი რჩევები რუმინელი ნეიროქირურგი ამბობს: ტვინს არ უყვარს ცხიმი და მარილი. მოერიდეთ ამ 6 პროდუქტს.

რუმინელი ნეიროქირურგი ამბობს: ტვინს არ უყვარს ცხიმი და მარილი. მოერიდეთ ამ 6 პროდუქტს.

by Keti

შესანიშნავია თუ ტვინის მუშაობის გაუმჯობესებისთვის თქვენ კითხულობთ, ხსნით ლოგიკურ ამოცანებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ საქმეში დიდ როლს ასრულებს კვება და ყოფითი ჩვეულებები. ჩვენ მოგიყვებით, რომელი საკვები მოსწონს თქვენს ტვინს და ასევე გიამბობთ სასარგებლო ჩვევებზე. ეს ორგანო ხომ მუდმივ დაძაბულობაშია, სანაცვლოდ კი ხშირად არაფერს იღებს.

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება და ტვინის მუშაობა

ნეიროქირურგი ვლად სიურეა ამტკიცებს, რომ ჯანმრთელი ტვინისა და ნათელი გონების შენარჩუნებისთვის საჭიროა მარტივი რაღაცების გაკეთება. ის გვირჩევს, ავდგეთ ადრე და აუცილებლად დავლიოთ ორი ჭიქა თბილი წყალი. ასევე აუცილებელია საუზმე.

,,,,აუცილებლად მიიღეთ ორი ჭიქა წყალი, პირველი აამუშავებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, მეორე ჭიქა კი სასარგბლოა, რადგან მთელი ორგანიზმი მოჰყავს მოძრაობაში. ტვინს აქვს მაქსიმალური აქტივობის ორი წერტილი – 10:00დან 12:00მდე და 16:00-დან 18:00-მდე საათებში. თუ ის იღლება, შეგიძლიათ მისცეთ ცოტა ყავა” – ამბობს სიურეა. ექიმი დაბეჯითებთ გვირჩევს, რომ საუზმე არ გამოვტოვოთ, რადგან ზუსტად ის ამარაგებს ტვინს აუცილებელი ნივთიერებებით ძილის შემდეგ.

,,ისაუზმეთ მშვიდ გარემოში, არავითარი ხმაური. სადილი კი უნდა იყოს ბალანსიებული, არ უნდა დაივიწყოთ კუჭი – იცოდეთ მისი ზომა. ასევე სვით ჩვეულებრივი წყალი და არა წვენები.”

ტკბილეული მავნეა, მაგრამ თუ ისინი გაბედნიერებენ, შეგიძლიათ შავი ნატურალური შოკოლადის, ცხელი ნატურალური კაკაოს ან თაფლის მირთმევა. ესენი მოსწონს თქვენს ტვინს.

ასევე ვლად სიურეა ამბობს, რომ საკვებში ყველა შეზღუდვა უნდა იყოს არაკატეგორიული: ,,დიახ, ხორცი ტვინს არანაი სარგებლობას არ აძლევს, მაგრამ მცირე რაოდენობით ხორცი ორგანიზმს ეხმარება. სჯობს დაბალკალორიული და სასარგებლო ხორცი შეარჩიოთ, მაგალითად, ინდაური და თევზი. ტვინს არ უყვარს ცხიმი და მარილი, თუმცა იშვიათად შეგიძლიათ მიიღოთ ისინი.”

ასევე არ დაივიწყოთ, რომ ტვინი ძილშიც მუშაობს. ამიტომ არ უნდა დავტვირთოთ ის უძილობით. ,,თუ ადამიანი იძინებს პრობლემურ საკითხთან ერთად, შემდეგ დილას მან უკვე იცის პასუხი, ამიტომ უძილო ღამეები დაივიწყეთ და გაითვალესწინეთ – კარგი ძილი ტვინს ნაგვისგან ასუფთავებს.”

კვებასა და ძილთან ერთად ტვინს მოძრაობა სჭირდება: ,,სამი მნიშვნელოვანი საკითხია აუცილებელი: მეტყველება, წერა, მოძრაობა. ბევრს დაავიწყდა, რა არის მუსიკა და მისით ტკბობა. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდათ ცეკვა, რომელიც გვიცავს ალცჰეიმერის დაავადებისგან.”

და, რა თქმა უნდა, თქვენი ტვინის საუკეთესო მეგობარია ღიმილი. დადებითი ემოციები გეხმარებათ ნაღველის დამარცხებაში და ასევე მოქმედებს თქვენი გონების მუშაობაზე. ასე რომ, გარს კარგი ადამიანები შემოირტყით და აკეთეთ, რაც გსიამოვნებთ.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს!