მთავარი რჩევები ევგენი კომაროვსკის მეთოდი: აი, როგორ დავამარცხოთ გაციება სწრაფად წამლების გარეშე

ევგენი კომაროვსკის მეთოდი: აი, როგორ დავამარცხოთ გაციება სწრაფად წამლების გარეშე

by guramus

გაციება ბავშვებში — ხშირი მოვლენაა. დედების უმრავლესობა, ბავშვის ცხვირში სურდოს პირველივე წვეთის დანახვისას აფთიაქში გარბის და უამრავ წამალს ყიდულობს.

ცნობილ პედიატრს, ევგენი კომაროვსკის, გაციებული ბავშების მიმართ საკუთარი მიდგომა აქვს. სურდოს ფერის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ თუ რა ხასიათს ატარებს ინფექცია: ვირუსულს(გამჭვირვალე) თუ ბაქტერიულს(მომწვანო).

გამჭვირვალე ლორწო ვირუსული ინფექციის დროს ორგანიზმიც თავდაცვის ხერხია. ამ შემთხვევაში სურდოს წამალი ვერ გიშველით. არსებობს მეთოდი, რომლის მეშვეობითაც, ბავშვის მდგომარეობას გააუმჯობესებთ და მის გამოჯანმრთელებას დააჩქარებთ.

მოიძიეთ აფთიაქში ნატრიუმის ქლორიდი და ნესტოში ჩასაწვეთებლით ყოველ 1 საათში მოათავსეთ. ან გადაასხით ცხვირის სპრეის ბოთლში. მისი მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ: 1 ჩ.კ. მარილი 1 ლ ადუღებულ წყალში გახსენით.

მიეცით ბავშვს ვიტამინი C, დოზა ასაკის მიხედვით.

არ დაგავიწყდეთ სასმლის რეჟიმი: ხშირი სმა გამოჯანმრთელებას დააჩქარებს. სითხეების ტემპერატურა სხეულის ტემპერატურასთან ახლოს უნდა იყოს: ასე უფრო სწრაფად გაიხსნება ორგანიზმში.

თბილად ჩააცვით და ოთახი ხშირად გაანიავეთ, რეგულარულად დაატენიანეთ გარემო.

ექიმი კომაროვსკი საუკეთესო მრჩეველია!