მთავარი კულინარია ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ აღარასდროს გადაყრით ხახვის ფურცლებს ნაგავში

ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ აღარასდროს გადაყრით ხახვის ფურცლებს ნაგავში

by Keti

ცოტამ თუ იცის, რომ არამხოლოდ ხახვი, არამედ მისი ქერქიც დაუჯერებლად სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ხახვის ქერქი განსაკუთრებულ ანტიოქსიდანტ – კვერცეტინს შეიცავს, რომელიც გამოირჩევა ანტიალერგიული თვისებებით.

კვლევებმა აჩვენა, რომ ხახვის ხშირი გამოყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემას აჯანსაღებს და აქვეითებს ინსულტებისა და იფარქტების წარმოქმნის რისკს.

ხახვის ქერქის სასარგებლო თვისებები

1. სუფი, რომელიც გაუფცქვნელი ხახვით არის მომზადებული, გაცილებით სასარგებლო და გემრიელია. კერძი ლამაზადაა შეფერილი და მდიდარია სასარგებლო მიკროელემენტებით.

2. თუ შეამჩნიეთ, რომ ოთახის მცენარეები კარგად აღარ გამოიყურება, უბრალოდ გააკეთეთ ნაყენი ხახვის ქერქისგან და პერიოდულად მორწყით ისინი.

3. ხახვის ქერქის ნახარში წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას კრუნჩხვების სამკურნალოდ. დაასხით ერთ ჩაის კოვზ ხახვის ქერქს ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ათი წუთით. მიიღეთ ნაყენი საღამოობით, 200-200 გრამი.

4. ხახვის ქერქის დახმარებით შეგიძლიათ შეიღებოთ თმაც. სავსებით უვნებელი საშუალებაა.

5. ბევრი დიასახლისი უპირატესობას შინაურ პურს ანიჭებს და ეს სწორიცაა. პური გემრიელი რომ გამოვიდეს და თან სასარგებლოც, დაამატეთ ფქვილში ერთი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ხახვის ქერქი.

6. ხახვის ქერქი ეფექტურია კანის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა დერმატიტი, ფურუნკულოზი და კოჟრები. მკურნალობისთვის უნდა მოამზადოთ მალამო დაქუცმაცებული ხახვის ქერქისა და ნებისმიერი ცხიმისგან. ინგრედიენტების თანაფარდობა უნდა იყოს 2:3. ეს უნდა დაიტანოთ კანის დაზიანებულ უბნებზე დღეში ორჯერ.

თქვენს მეგობრებს ეს ინფორმაცია ნამდვილად დააინტერესებთ. არ დაგავიწყდეთ გაზიარება!