მთავარი რჩევები სულ 72 საათი და ორიოდე ჭიქა ეს საშუალებაა საჭირო. გავიწმინდოთ ღვიძლი, დავიკლოთ წონაში, განვიახლოთ უჯრედები ორგანიზმში.

სულ 72 საათი და ორიოდე ჭიქა ეს საშუალებაა საჭირო. გავიწმინდოთ ღვიძლი, დავიკლოთ წონაში, განვიახლოთ უჯრედები ორგანიზმში.

by Keti

სუფთა სისხლი – ეს სუფთა ღვიძლია. ღვიძლი ექვსასწლიან სამუშაოზეა გათვლილი, თუმცა ადამიანი მას კლავს სამოცი წლის განმავლობაში. არასწორი კვება და ალკოჰოლი ღვიძლს თანდათან აზიანებს. გთავაზობთ იმ საშუალებას, რითაც ღვიძლს სწრაფად გაისუფთავებთ ორიოდე დღეში. ასევე ეს კარგი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში

გთავაზობთ მოამზადოთ ქიშმიშის ნახარში. ყურადღება მიაქციეთ ქიშმიშის ფერს ყიდვისას. შეარჩიეთ უფრო ნატურალური, მუქი შეფერილობის ყურძნის ჩირი. სუფთა, სწორი ფორმის ქიშმიში, არც ძალიან მაგარი და არც რბილი. ეს ისაა, რაც გვჭირდება. თუ ქიშმიში პრიალებს, შესაძლოა მას სპეციალური ხსნარებით ამუშავებდნენ.

ქიშმიშის ნახარში

საკვირველმოქმედი ნახარშის მომზადება საღამოდან დაიწყეთ!

ინგრედიენტები

ორი ჭიქა წყალი

150 გრამი ქიშმიში

მომზადება

კარგად გარეცხეთ ქიშმიში.

მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე და ჩაყარეთ მასში გარეცხილი ქიშმიში. ხარშეთ ოცი წუთი. დატოვეთ ნახარში მთელი ღამით.

დილით გადაწურეთ და ოდნავ შეათბეთ.

ნახარში მზადაა გამოყენებისთვის. დალიეთ ის დილით უზმოზე. ნახევარი საათის შემდეგ ისაუზმეთ. გირჩევთ დარჩენილი ქიშმიში დაუმატოთ შვრიის ფაფას, გამოვა ძალიან სასარგებლო საუზმე.

იმისათვის, რომ ღვიძლის გასუფთავება უფრო ეფექტური იყოს, შეგიძლიათ მენიუში ღვიძლის გამწმენდი პროდუქტები დაამატოთ: ჭარხალი, სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო, ტოპინამბური, ისპანახი, შავი ქლიავი. კარგი იქნება შეზღუდოთ ხორცეული და რძის ნაწარმის გამოყენება.

თუკი ამ ნაყენს თვეში ოთხჯერ მაინც დალევთ, უკვე მიიღებთ შედეგს. აჩუქეთ მეგობრებს ეს რეცეპტი!