მთავარი რჩევები ბებიამ მომიყვა ჯადოსნური იოდის შესახებ. ის დაამუშავებს ყველაფერს, რაც თქვენში შიშს გამოიწვევს

ბებიამ მომიყვა ჯადოსნური იოდის შესახებ. ის დაამუშავებს ყველაფერს, რაც თქვენში შიშს გამოიწვევს

by Keti

ჯადოსნური იოდი – ასე უწოდებენ იოდის ხსნარს ნიორთან ერთად, მის სამკურნალო თვისებების გამო. ნივრიან იოდს იყენებენ მრავალი დაავადების სამკურნალოდ: ვარიკოზი, ფრჩხილის სოკო, ქუსლის დახეთქვისას და ასევე მკერდის გაზრდისთვის.

ამ ნაყენს დადებითად აფასებენ ისინი, ვინც ის ჩალურჯებებისა და ჭრილობების მოსაშორებლად გამოიყენა. თუ ვისაუბრებთ სახსრების დაავადებებზე, მაქსიმალური ეფექტისთვის, სჯობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდის კომბინირება.

სახსრების მკურნალობა ხალხური საშუალებებით

რაზეა დაფუძნებული სახსრების მკურნალობა ნივრიანი იოდით? ხალხურ მედიცინაში იოდი ფასდება აღმდგენი მოქმედებით და შეშუპების აღმოფხვრით. იოდის ბადე ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებისაა, სახსრების დაავადებების დროს, მაგალითად, ართრიტის, პოლიართრიტის, ართროზის და ნიკრისის ქარის დროს. თუმცა ოფიციალური მედიცინა სკეპტიკურად უყურებს იოდს სამკურნალო უნარებს, ხალხის რეაქცია ადასტურებს მის ეფექტურობას.

იოდი იწვევს კანის ადგილობრივ გაღიზიანებას, ეს კი ხსნის ტკივილის სინდრომს. მას ასევე ბაქტერიციდული მოქმედება აქვს კაპილარებში. იოდის სპირტხსნარი აფართოებს სისხლძარღვებს და აქვეითებს მის შეგუბებას ანთებად სახსრებში.

რაც შეეხება ნიორს, ის შეიცავს ნივთიერება – ალიცინს – ბუნებრივ ანტიბიოტიკს. ნიორი აქრობს ანთებას და ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს.

ჯადოსნური იოდი

ინგრედიენტები

სამი-ოთხი კბილი ნიორი

ოცდაათი მილილიტრი იოდი (დაახლოებით სამი ფლაკონი)

მუქი შუშის ბოთლი მიღებული ნარევის შესანახად

მომზადება

1. დაჭერით ნიორი წვრილად.

2. გადაიტანეთ ის წინასწარ მომზადებულ ბოთლში.

3. დაასხით იოდი ისე, რომ ნიორი მთლიანად დაიფაროს.

4. შეანჯღრიეთ ბოთლი და ერთი კვირით დადგით ბნელ ადგილას.

ნივრიანი იოდი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვისაა. მისი დატანა ანთების ადგილას უნდა მოხდეს არაუმეტეს კვირაში სამჯერ.

ამ საკვირველი ხსნარით შეგიძლიათ ყველა პრობლემური ადგილი დაიმუშაოთ: მუხლები, ზურგი, სახსრები, ყველა ჭრილობა და ჩალურჯება. ტკივილი და ჩაქცევები სწრაფად გაქრება. ამ საშუალების უპირატესობაა მისი ხელმისაწვდომობა.

რჩევა

სანამ იოდის ხსნარით მკურნალობას დაიწყებთ, აუცილებელია ჩაიტაროთ ტესტი ამ პრეპარატის მიმართ მგრძნობელობაზე. წაისვით იოდი იდაყვის მოპირდაპირე წინამხრის ნაწილში ორი-სამი წვრილი ხაზი. თხუთმეტი წუთის შემდეგ კანი დაათვალიერეთ, თუ გაჩნდა გაღიზიანება ან გაწითლება, მაშინ იოდის გამოყენება არ ღირს. უკუჩვენებად ითვლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ალერგიული რეაქციები, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ორსულობა.

გამოიყენეთ ეს საშუალება და შეიმსუბუქეთ ცხოვრება.