მთავარი რჩევები იმისათვის, რომ მოიშოროთ ასაკობრივი სიმსუქნის 7-8 კილოგრამი, დილაობით უნდა დალიოთ…

იმისათვის, რომ მოიშოროთ ასაკობრივი სიმსუქნის 7-8 კილოგრამი, დილაობით უნდა დალიოთ…

by Keti

გთავაზობთ გახდომის მარტივ სისტემას. ეს ექსპრეს სისტემა იდეალურია იმისთვის, რომ სწრაფად გახდეთ, ორიოდე დღეში, ასევე დაკარგული კილოგრამების დაბრუნების გარეშე.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა შეცვალოთ საუზმე კვერცხის კოქტეილით. არ იდარდოთ, უმი კვერცხის ჭამა არ მოგიწევთ. ის ცუდად შეითვისება, რომ არაფერი ვთქვათ ბაქტერიით დაინფიცირების რისკზე.

გასახდომი კოქტეილის რეცეპტი – ინგრედიენტები

ორი კვერცხი

სამასი მილილიტრი რძე

ერთი სუფრის კოვზი თაფლი

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხი რბილად/თოხლოდ
  2. ათქვიფეთ ბლენდერში კვერცხი თაფლთან და რძესთან ერთად. შეგიძლიათ არომატისთვის დარიჩინის მწიკვი დაამატოთ. კოქტეილი ძალიან სწრაფად მზადდება. შეგიძლიათ ატაროთ თან.

ეს კოქტეილი საუზმეზე კარგად ანაყრებს. შეგიძლიათ მიაყოლოთ უშაქრო ჩაი და ყავა.

ახლა რაც შეეხება სადილს და ვახშამს: ამ დიეტის დროს სვით ბევრი წყალი, შეგიძლიათ კვებაში ჩართოთ იმბირის კოქტეილი, რონელიც აწესრიგებს საჭმლის მონელებას და გამოაქვს ტოქსინები.

ყველა პორცია გონივრული უნდა იყოს. რაციონი უნდა იყოს ბალანსირებული, მდიდარი ცილებითა და ვიტამინებით. ეს არის კვერცხის დიეტის ერთი ვარიანტი იმ განსხვავებით, რომ აქ გამოიყენება ვაშლი:

ერთი კვირის სადილი

1. ორასი გრამი მოხარშული ქათმის ფილე, ერთი ვაშლი.

2. ორასი გრამი უცხიმო მოხარშული ხორცი, ორი კიტრი.

3. ორას ორმოცდაათი გრამი უცხიმო ხაჭო, ბოსტნეულის სალათი. ერთი ნაჭერი პური.

4. ბოსტნეულის რაგუ სტაფილოს, კარტოფილის, კომბოსტოს, ხახვისა და პომიდვრისგან. რამდენიმე ნაჭერი უცხიმო მაგარი ყველი.

5. სამი ვაშლი, ერთი ჭიქა კეფირი

6. ბოსტნეულის სუფი, შავი პურის ნაჭერი.

7. ქათმის სუფი, ერთი ვაშლი.

ვახშამი ერთ კვირაზე

1. ხილის სალათა ფორთოხლის, ვაშლისა და კივისგან, რომელსაც მოსხმული აქვს უცხიმო იოგურტი.

2. სალათა ვაშლისა და სტაფლოსგან.

3. ბოსტნეულის სუფი, გამომცხვარი თევზი ლიმონითა და მწვანილით.

4. ბოსტნეულის სალათა ხახვის, პომიდვრის და ნიახურისგან.

5. მოთუშული ბოსტნეული, ორი ვაშლი.

6. ორასი გრამი მოხარშული ქათამი, ბოსტნეული.

7. სამი ვაშლი, ერთი ჭიქა კეფირი.

არ არის აუცილებელი ასე იკვებოთ მთელი კვირა, საკმარისია სამი დღეც, რათა რამდენიმე კილო დაიკლოთ. ეს დიეტა საერთოდ უვნებელია, რადგან ყველა პროდუქტი იდეალურადაა შერჩეული. ცილების, უჯრედისისა და ვიტამინების საჭირო რაოდენობა ხვდება ორგანიზმში და შიმშილის სასტიკი გრძნობა არ შეგაწუხებთ.

ეს მარტივი და ეფექტური დიეტა ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა. გაუზიარეთ მეგობრებს კვების ეს ჩამოყალიბებული გეგმა, შესაძლოა ეს მათ გამოადგეთ!