მთავარი რჩევები დღესასწაულების შემდეგ გაბერილი მუცელი ამ საშუალებით მოვიცილე. ღიპი 5 დღეში გაქრა.

დღესასწაულების შემდეგ გაბერილი მუცელი ამ საშუალებით მოვიცილე. ღიპი 5 დღეში გაქრა.

by Keti

მაინც საიდან მოდის ეს ზედმეტი სამი კილოგრამი? შეშუპება, შებერილი მუცელი, მონელების პრობლემები, გაზების დაგროვება, წონის მატება.. ეს ყველაფერი საახალწლო გადატვირთვის შედეგია.

მოდით განვიწმინდოთ! ჩვენ გთავაზობთ დეტოქს პროგრამას, რომელიც საჭმლის მონელების სისტემას მოაწესრიგებს, გააჯანსაღებს ღვიძლს და აღადგენს მეტაბოლიზმს. და ეს ყველაფერი ერთ დღეში.

ორგანიზმის გაწმენდა ერთ დღეში

დეტოქს-დღის გასატარებლად წინასწარ შეიძინეთ სელისა და ბაყაყურას თესლი. პირველი აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას, მეორე წმენდს ღვიძლს.

პირველი ეტაპი 

  • გაღვიძების შემდეგ დალიეთ ორასი მილილიტრი თბილი უგაზო წყალი, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ერთი ჩაის კოვზი თაფლის დამატებით. ეს დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში.
  • მოამზადეთ ჩაი ბაყაყურას თესლისგან. ერთ ჩაის კოვზ თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ თხუთმეტი წუთით თავდახურული. დალიეთ ლიმნიანი და თაფლიანი წყლის მიღებიდან ოცი წუთის შემდეგ.

მეორე ეტაპი

  • საუზმისთვის ერთ სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით სამასი მილილიტრი 1%-იანი ცხიმიანობის კეფირი ან იმავე რაოდენობის არატკბილი იოგურტი. აურიეთ, დატოვეთ ოცი წუთი და შემდეგ ნელ-ნელა მიირთვით.
  • საუზმიდან ოცი წუთის შემდეგ დალიეთ გვირილის ჩაი თაფლით. გვირილა ხელს შეუშლის გაზების წარმოქმნას, დააწყნარებს ნაწლავის კედლებს და ხელს შეუწყობს ტოქსინების გამოყოფას.

მესამე ეტაპი

  • მოამზადეთ ჩაი ბაყაყურასგან და დალიეთ სადილამდე თხუთმეტი წუთით ადრე.
  • სადილისთვის მოამზადეთ სალათა უმი კომბოსტოს, სტაფილოსა და ჭარხლისგან, რომელსაც მოსხმული ექნება სელის ზეთი და ლიმონის წვენი. კერძი თუმცა მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ მისი ვიტამინური შემადგენლობა ნამდვილად უნიკალურია. იდეალური კერძი დიეტისთვის: ეფექტურად წმენდს ნაწლავებს, დიდი ხნით ახშობს შიმშილს. სალათა იმდენი მოამზადეთ, რომ ვახშამზეც გეყოთ.
  • სადილიდან ოცი წუთის შემდეგ დალიეთ მწვანე ჩაი უშაქროდ.

მეოთხე ეტაპი 

  • მოამზადეთ ბაყაყურას ჩაი და დალიეთ სამხარამდე თხუთმეტი წუთით ადრე.
  • სამხარზე ნელი ყლუპებით დალიეთ ერთი ჭიქა კეფირი.

მეხუთე ეტაპი

  • მოამზადეთ ჩაი ბაყაყურასგან და დალიეთ ვახშმამდე თხუთმეტი წუთით ადრე.
  • ვახშამზე მიირთვით სალათის დარჩენილი პორცია.
  • ვახშმიდან ოცი წუთის შემდეგ დალიეთ გვირილას ჩაი თაფლით.

რეგულარული დეტოქს-დღეები, სეირნობა სუფთა ჰაერზე და ფიზიკური დატვირთვები (შესაძლებლობიდან გამომდინარე) დაგეხმარებათ, თავი ყოველთვის შესანიშნავად იგრძნოთ და მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები.

შეინახეთ ეს პროგრამა, რომ არ დაკარგოთ! მოხარულები ვიქნებით, თუ სტატიას მეგობრებს გაუზიარებთ. ისინიც მადლობელნი დაგრჩებიან!