მთავარი რჩევები ვის ეკრძალება კატეგორიულად მზესუმზირას ზეთი? იმისათვის, რომ მცენარეულმა ზეთმა მოგიტანოთ სარგებელი, საჭიროა…

ვის ეკრძალება კატეგორიულად მზესუმზირას ზეთი? იმისათვის, რომ მცენარეულმა ზეთმა მოგიტანოთ სარგებელი, საჭიროა…

by Keti

მზესუმზირის ზეთი ყველაზე გავრცელებული მცენარეული ცხიმია. ჩვენ სულ მათ სარგებლიანობაზე გვესაუბრებოდნენ. მისი პოპულარობა განპირობებულია ფართო გავრცელებითა და დაბალი ფასით. თუმცა ზოგი ფაქტი ადასტურებს, რომ მისი მნიშვნელობა გადაფასებულია. ჩვენ გირჩევთ, თავი შეიკავოთ მისი ხშირი გამოყენებისგან.

მზესუმზირას ზეთი

სხვადასხვა კვლევით დადგინდა, რომ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი ყველაზე უსაფრთხოა ღვიძლისთვის, ხოლო მზესუმზირას ზეთი და თევზის ქონი ღვიძლის უჯრედებს არღვევენ.

გრანადის უნივერსიტეტის ფიზიოლოგი – ხოსე მორალესი – გვიხსნის: ,,მზესუმზირას ზეთისა და თევზის ქონის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ღვიძლის სერიოზულ დაავადებას, რომელიც ციროზსა და ღვიძლის კიბოში გადადის.

მეცნიერების სხვა ჯგუფმა აღმოაჩინა ყველაზე საშიში ნივთიერება – ბენზოპირენი, რომელიც შედის მზესუმზირას მარცვლებში. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მარცვლებში, რომლებიც მთელი წელი ინახებოდა, ბენზოპირენის კონცენტრაცია ისეთ სიდიდეს აღწევს, რომ არანაირი რაფინირება და დეზოდორაცია ვერ შველის მას.

თუ გარკვეული მიზეზების გამო უარს ვერ ამბობთ მზესუმზირას ზეთის გამოყენებაზე, ეცადეთ მარტივი რჩევები გაითვალისწინოთ, რათა ორგანიზმი დაიცვათ.

ვინ არ უნდა გამოიყენოს მზესუმზირას ზეთი?

  1. აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს ნაღვლის ბუშტის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, გულის დაავადებები.
  2. არ უნდა მიიღონ ორ წლამდე ბავშვებმა.
  3. ეს ზეთი ცნობილი ალერგენია და მაღალი მგრძნობელობის მქონე ადამიანები, მათ შორის, ამბრიოზიის, გვირილისა და ქრიზანთემის მიმართ, არ უნდა იღებდნენ მას.
  4. მზესუმზირას ზეთი ყველაზე კალორიულია სხვებთან შედარებით, ეს კი გახდომის მოსურნეებისთვის ნამდვილად არ იქნება დადებითი ფაქტორი.

როგორ ავიცილოთ მცენარეული ზეთის მავნებლობა

  1. შეიძინეთ მხოლოდ არარაფინირებული, ცივი დაწურვის მცენარეული ზეთი. მასში მეტი სასარგებლო ელემენტია.
  2. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი დღეში.
  3. არც იფიქროთ მცენარეულ ცხიმზე რამის შეწვა. მაღალ ტემპერატურაზე მუშავდება საშიში კანცეროგენები.
  4. გადაყარეთ ძველი ტაფები, რომლებსაც საკვები ეკრობა, შეიძინეთ ახლები ტეფლონის საფარველით და მოამზადეთ საკვები მინიმალური ცხიმით.

ავადმყოფობა უმიზეზოდ არ არსებობს. მცენარეული ზეთის მავნებლობაზე ცოტამ თუ იცის. თუ ამ პროდუქტს ყოველდღე გამოიყენებთ, თქვენ მძიმე დაავადებების პროვოცირებას მოახდენთ.

რომელი ზეთი გამოვიყენოთ?

ტოქსიკური მზესუმზირას ზეთის ალტერნატივას წარმოადგენს ზეითუნის ზეთი. ცნობილია, რომ მზესუმხირას ზეთში მეტია ვიტამინები: A,E,K, ვიდრე ზეითუნისაში. თუმცა ეს უკანასკნელი უკეთ შეითვისება, ოლეინის მჟავას შემცველობის წყალობით.

სალათის შეზავება სელის ზეთით და მის მიღება უზმოზე, დაგეხმარებათ ორგანიზმის მუშაობის ნორმალიზებაში და მრავალი დაავადების პროფილაქტიკას მოახდენთ.

იცით, ზეთის სწორი ამორჩევა? გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, თუ თვლით, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლოა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: