თაფლი – ეს ტკბილი და თხევადი ოქროა, ჯანმრთელობის ნატუალური ელექსირი. ოდესმე გიცდიათ მისი მირთმევა უშუალოდ დაძინებამდე? ბევრი გამოცემა იუწყება, რომ საღამოობით ტკბილეული არ არის კარგი ორგანიზმისთვის, მაგრამ ძველი ჩინური და ინდური ჯანმრთელობის ტრაქტატები სავსეა მკურნალების დაბეჯითებული რჩევით: მივიღოთ ერთი კოვზი თაფლი ძილის წინ.
ჩვენ მათ ვეთანხმებით. მოვიძიეთ სანდო დასტური იმისა, რომ ძველი მკურნაები მართლები იყვნენ. სხვადასხვა პროდუქტებთან კომბინაციაში თაფლი ორგანიზზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. აქ წარმოდგენილია ექვსი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გავხსნათ ძილის წინ თაფლის ქილა.
თაფლის ძილის წინ მიღების სარგებელი
1. გვეხმარება ღრმა ძილში. თაფლი ცნობილია დამაწყნარებელი თვისებებით. ის ადუნებს, ხელს უწყობს ჰორმონ – მელატონინის გამომუშავებას, რომელიც პასუხისმეგელია ჯანმრთლ ძილზე. თაფლი აახლებს უჯრედებს და აწესრიგებს ნერვულ სისტემას. ძილამდე ერთი კოვზის მიღება არის სრულყოფილი დასვენების გარანტი. მიაყოლეთ მას გვირილის ჩაი, რათა კარგი განწყობით გაიღვიძოთ.
2. გვეხმარება ცხიმების დაწვაში. კვების სპეციალისტმა – მაიკ მაკინესმა შენიშნა, რომ სპორტით დაკავებული ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ თაფლს, წვავენ ათჯერ მეტ ცხიმს, ვიდრე ისინი, ვინც თაფლს არ იღებენ. დაკვირვებების საფუძველზე მაიკმა შეიმუშავა თაფლის დიეტა, რომელიც გვთავაზობს შაქრის მთლიანად ჩანაცვლებას თაფლით. ერთი კოვზი თაფლი ღამით დიეტის ძირითადი წესია.
3. ანახლებს ღვიძლს. ღვიძლის ჯანმრთელობა მთელი სხეულის ჯანმრთელობაა. სწორედ ძილის დროს აღდგება ეს ორგანო. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს თაფლის ნარევი გოგრის წვენთან (1:1). მიიღეთ ის ერთი თვით და დაეხმარეთ ორგანიზმს ტოქსინების გამოყოფასა და მეტაბოლიზმის მოწესრიგებაში.