მთავარი რჩევები ყურადღება – სქელი სისხლი! ფარული საფრთხე, რომელიც ყველას ემუქრება!

ყურადღება – სქელი სისხლი! ფარული საფრთხე, რომელიც ყველას ემუქრება!

by Keti

სქელი სისხლის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მთავარი ერთია – ასეთ სისხლს არ შეუძლია თავისი მთავარი ფუნქციის (სატრანსპორტო) შესრულება. სისხლის პლაზმის მოცულობისა და მისი უჯრედების თანაფარდობის მაჩვენებელს უწოდებენ ჰემატოკრიტულ რიცხვს.

მაღალი სიბლანტის გამო სისხლის უჯრედებს არ შეუძლიათ თავიანთი ფუნქციის ნორმალურად შესრულება. შესაბამისად, ორგანოები ვერ იღებენ საკმარის საკვებ ნივთიერებებს. გარდა ამისა, სქელი მასის გადატუმბვისას, გულს უწევს დამატებითი ძალებით მუშაობა. თრობოზი, ვარიკოზი, ინსულტი, ათეროსკლეროზი… ეს ყველაფერი სქელი სისხლის სავალალო შედეგებია.

როგორ გავათხელოთ სქელი სისხლი

აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება და ჰიპერვისკოზური სინდრომის (სისხლის სიბლანტის მომატების სინდრომი) სიმძიმის განსაზღვრა.

თუ აღმოჩნდა, რომ სისხლის სისქე ნორმაზე მაღალია, საჭიროა, გადახედოთ კვების რეჟიმს. უარი თქვით შემწვარზე, ცხიმიანზე, კონსერვებზე, მარინადებზე, ტკბილეულზე, შებოლილზე. რაციონიდან გამორიცხეთ წიწიბურა, კარტოფილი, ბანანი, ალკოჰოლური და გაზიანი სასმელები. რაციონში ჩართეთ უცხიმო რძემჟავა პროდუქტები და სვით ბევრი სითხე.

ასევე არსებობს მრავალი პრდუქტი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის გათხელებას. მაგალითად, ფორთოხალი, ბროწეული, ლეღვი, ჟოლო, ნიორი, ჭარხალი, მარწყვი, იმბირი, ლიმონი, მზესუმზირა, კაკაო.

ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა) – ერთ-ერთი პოპულარული, ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატია სისხლის გათხელებისთვის, სისხლძარღვების გამავლობის გაუმჯობესებისთვის და გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. სთხოვეთ ექიმს სწორი დოზის შერჩევა.

ხალხურ მედიცინაში იყენებენ სპიარეას ნაყენს, რომელიც შეიძლება გახდეს ასპირინის სრულყოფილი შემცვლელი. ერთ სუფრის კოვზ ბალახს დაასხით მდუღარე წყალი, ერთი ჭიქა, დადგით ნახევარი საათით, გაწურეთ და სვით, როგორც ჩაი, დღეში ორჯერ ან სამჯერ.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას!