მთავარი რჩევები ,,ოქროს ვარსკვლავთან” დაკავშირებული 12 ეშმაკობა . აღმოჩნდა, რომ ასეც შეიძლება!

,,ოქროს ვარსკვლავთან” დაკავშირებული 12 ეშმაკობა . აღმოჩნდა, რომ ასეც შეიძლება!

by Keti

ბალზამი ,,ოქროს ვარსკვლავი” საბჭოთა კავშირში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებსაც ასეული წლებია იყენებენ თავად ვიეტნამელები. ის წარმოადგენს ერთ-ერთ სახალხო საშუალებას, რომელიც, მსოფლიო ფარმაკოლოგების მიერ, აღიარებულია სასარგებლოდ.

,,ვარსკვლავი” შეიცავს მენთოლს, ქაფურს და მიხაკის, ევკალიპტის, პიტნის ეთერზეთებს.

ჩვენ გთავაზობთ მისი გამოყენების 12 მეთოდს, რომელიც ყოველდღიურ ყოფას გაგიიოლებენ.

ბალზამი ,,ოქროს ვარსკვლავი”

1. აჯანსაღებს ჰაერს

ოთახში ჰაერის გაწმენდისთვის დამატენიანებელს დაამატეთ ცოტა ბალზამი.

2. არბილებს ქუსლებს

წაისვით თხელი ფენა ქუსლებზე, ჩაიცვით წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამე. შემდეგ ფეხი დაიბანეთ და გაიხეხეთ პემზით. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე.

3. კურნავს თავის ტკივილს

დაიმუშავეთ ბალზამით კანი საფეთქლების და კეფისა მიდამოში და ყურების უკან. 15 წუთის შემდეგ იგრძნობთ შემსუბუქებას.

4. შინაურ ცხოველს გადააჩვევს ხალიჩაზე მოშარდვას

დატოვეთ ცოტა ბალზამი იმ ადგილებში, სადაც ცხოველი შარდავს. ცხოველებს ,,ვარსკვლავის” ძლიერი სუნი არ უყვართ. ეს გადაგიწყვეტთ პრობლემას.

5. აფრთხობს მწერებს

მწერების განმდევნი საშუალებები ხშირად შეიცავს მავნე ნივთიერებებს, ამიტომ მათ ნაცვლად გამოიყენეთ ,,ოქროს ვარსკვლავი”. ის განდევნის ბუზებს, კოღოებს და ყველა მომაბეზრებელ მწერს.

6. კურნავს ფრჩხილის სოკოს

ყოველ საღამოს, ძილის წინ, წაისვით ბალზამი სოკოვანი ინფექციით დაზიანებულ ფრჩხილზე.

7. ამცირებს მუცლის ცხიმის რაოდენობას

დაფხვენით ქაფურის ტაბლეტი, შეურიეთ სპირტს, სოდას და ბალზამ ,,ვარსკვლავს”. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და წაისვით მუცელზე. შემოიხვიეთ პოლიეთილენი და დაიტოვეთ მთელი ღამე.

8. შველის გაციებას

ვირუსული დაავადებების – სურდოსა და გრიპის დროს წაისვით ბალზამი ცხვირის ნესტოებზე, გარედან. ცხვირით სუნთქვის გაიოლება შეიძლება თუ დაყნოსავთ ,,ვარსკვლავს” 30-60 წამის განმავლობაში.

9. იცავს ავეჯს შინაური კატისგან

კატები გიჟდებიან კომფორტულ ავეჯზე, ამიტომ ხშირადაც ჩხაპნიან მათ. წაუსვით იმ ადგილებს ბალზამი, რომელსაც კატა ჩხაპნის და გათავისუფლდებით პრობლემისგან.

10. აწყნარებს ტკივილს ზურგსა და კუნთებში

წაისვით ბალზამი მტკივნეულ ადგილებში. ეფექტის გასაძლიერებლად შეიხვიეთ დამუშავებული ადგილი ქსოვილით ან ხაოიანი პირსახოცით.

11. ხსნის დაჭიმულობას

წაისვით ბალზამი დაჭიმულ ადგილებში და მიიღებთ თვალსაჩინო ეფექტს ორ კვირაში.

12. მოგირჩენთ ჩალურჯებებს

შეურიეთ ბალზამს მწიკვი მარილი, წაისვით ჩალურჯებულ ადგილებზე და მალე მოიშორებთ მათ.

ვიეტნამში ხალხური მედიცინის სპეციალისტები ცდილობენ ამ ,,ვარსკვლავით” გადაწყვიტონ ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და სისხლის მიმოქცევის სისტემის მკურნალობა.

ბალზამის გამოყენების უკუჩვენებები:

  1. არ გამოიყენოთ სამ წლამდე ბავშვებისთვის.
  2. ფრთხილად გამოიყენეთ ის ორსულ და მეძუძურ ქალებში.
  3. არ გამოიყენოთ ინდივიდუალური აუტანლობის დროს, ასევე კანის ჰიპერმგრძნობელობისას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!