მთავარი რჩევები სოფლის მკურნალმა გვირჩია დაგვეკრა ნივრიანი პლასტირი. მეჭეჭი ასე სწრაფად ჯერ არ გამქრალა!

სოფლის მკურნალმა გვირჩია დაგვეკრა ნივრიანი პლასტირი. მეჭეჭი ასე სწრაფად ჯერ არ გამქრალა!

by Keti

ნიორმა უკვე დიდი ხანია შინაური მკურნალის სახელი მოიპოვა და არცთუ ტყუილად. ის ხომ ოთხას აქტიურ კომპონენტს შეიცავს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას ებრძვის. ის არის ვიტამინების, მინერალების, საკვები ბოჭკოების, ამინომჟავების, ეთერზეთებისა და მცენარეული ცხიმების მდიდარი წყარო.

სახალხო მკურნალები მის გამოყენებას არამხოლოდ გაციებისა და ინფექციების წინააღმდეგ გვირჩევენ, არამედ მეჭეჭებისა და სოკოსთან საბრძოლველადაც.

ჩვენ მოგიყვებით როგორ მოიშოროთ კანის დეფექტი იოლად, რაც გამოწვეულია პაპილომა ვირუსის ერთ-ერთი სახეობით.

მეჭეჭების მოსაშორებელი საშუალება

ადამიანის პაპილომა ვირუსი გავრცელებულია ყველგან და მისგან არავინაა დაზღვეული. კანის იმ დაავადებებისგან, რომლებსაც ეს ვირუსი იწვევს, სამი განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული: მარტივი, ფეხის გულის მეჭეჭი და ბრტყელი მეჭეჭი. ხშირად მას მიაკუთვნებენ კოსმეტიკურ დეფექტს, თუმცა იმისათვის, რომ მეჭეჭი ისევ იმავე ადგილას არ გავრცელდეს, საჭიროა, მათი მკურნალობა.

ამრიგად, მეჭეჭების სახლის პირობებში მოსაშორებლად, დაგჭირდებათ ნიორი და ლეიკოპლასტირი.

გახეხეთ ან გაჭყლიტეთ ერთი კბილი ნიორი, მოათავსეთ პლასტირზე და დაამაგრეთ მეჭეჭის ადგილას. გამოიცვალეთ კომპრესი, როგორც კი იგრძნობთ, რომ ის გაშრა.

რეგულარულად იცვალეთ სახვევი ორი კვირის განმავლობაში, ან იქამდე სანამ სასურველ შედეგს მიიღებდეთ. პლასტირი კარგად იმოქმედებს დაზიანების ადგილას და მეჭეჭის არანაირი ნიშანი საბოლოოდ აღარ დარჩება. ერთადერთი უარყოფითი რამ არის ამ საშუალების სუნი, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალება უხდება კანზე არსებულ მეჭეჭებს. თუ ისინი ლორწოვანზე ან გენიტალიებზეა გაჩენილი, მაშინ ნივრიანი პლასტირი არ გამოიყენოთ და მათ მოსაშორებლად მიმართეთ ექიმს.

გაუზიარეთ ეს მარტივი და ეფექტური რეცეპტი მეგობრებს! ასევე მოგვიყევით, თქვენ რა მეთოდებით ებრძვით ამ პრობლემას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: