მთავარი ჯანმრთელობა არანაირი ხველა არც ზამთარში, არც გაზაფხულზე! დააქუცმაცეთ ბანანი და დაუმატეთ კიდევ ორი ინგრედიენტი.

არანაირი ხველა არც ზამთარში, არც გაზაფხულზე! დააქუცმაცეთ ბანანი და დაუმატეთ კიდევ ორი ინგრედიენტი.

by Keti

თაფლის სამკურნალო თვისებები ყველასთვის ცნობილია. ჩვენი ბებიები გვმკურნალობდნენ ამ ტკბილი პროდუქტით. დედები გვასმევდნენ თაფლიან ცხელ რძეს გაციებისას. ჩვენც ასევე ვუმკურნალებთ შვილებს. და რა მოხდება თუკი თაფლს ეგზოტიკურ ბანანს შევურევთ?

ჩვენთვის საკვირველი ფაქტი გახდა ცნობილი – ბანანი თაფლით თითქმის საუკეთესო საშუალებაა ხველის წინააღმდეგ.

იმის ნაცვლად, რომ ბევრი დახარჯოთ ძვირფას პრეპარატებზე, ჩვენ გთავაზობთ, ეფექტური და, რაც მთავარია, შინაური საშუალების სინჯვას ხველის წინააღმდეგ. შორს სააფთიაქო ქიმია!

ბანანი ხველის წინააღმდეგ

საკვირველია, ასეთი მარტივი ხილი როგორ გვათავისუფლებს მშრალი ხველისგან, როგორ ახდენს ნახველის ამოღების სტიმულირებას და გვმუხტოს მუდმივი ენერგიით. ბანანის რბილობი შეიცავს B, PP, A და C ვიტამინებს. ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, საქაროზას, კაროტინს, ფერმენტებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას და სხვა სასარგებლო მიკროელემენტებსა და მინერალებს.

ხილის ასეთი შემადგენლობა ამაღლებს იმუნიტეტს, შედეგად, ბანანი არის სასარგებლო პროდუქტი ზემოსასუნთქი გზებისა და სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. თაფლის დადებით თვისებებზე კი საათობით შეგვიძლია საუბარი.

ხველის საწინააღმდეგო ბანანიანი თაფლის სასმელი ორმაგ დარტყმას აყენებს ინფექციას, ასტიმულირებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებისა და გამოჯანმრთელების პროცესს. მისი მომზადება მარტივია, თქვენ მხოლოდ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

ორი ცალი მწიფე ბანანი

ორი სუფრის კოვზი თაფლი

ოთხასი მილილიტრი წყალი

მომზადება

  1. ჩაასხით წყალი ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩააქრეთ ცეცხლი.
  2. მწიფე ბანანი გარეცხეთ და ქერქი მოაცალეთ. რბილობი ათქვიფეთ ბლენდერში ან ჩაჭყლიტეთ ჩანგლით.
  3. დაამატეთ ბანანის რბილობი მდუღარეს, ნელ-ნელა ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. როცა ნარევი გაცივდება, დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. წამალი მზადაა.

თაფლისა და ბანანისგან დამზადებული პრეპარატი მიიღეთ დღეში სამჯერ ან ოთხჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ან ჭამის შემდეგ. ერთ წლამდე ბავშვებისთვის თაფლის მიღება რეკომენდირებული არ არის. უფროსებმა კი უნდა გამოიყენონ ამ საშუალების ერთი ან ორი სუფრის კოვზი, სასურველია, მანამდე შეათბოთ. მკურნალობიდან ერთი დღის შემდეგ, ბრონქებში აღდგენითი პროცესი დაიწყება, თუმცა, გირჩევთ, ბანანისა და თაფლის ნარევი სულ მცირე ერთი კვირით მიიღოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ალერგიის დროს არ მიიღოთ თაფლი. ალერგეტიკებმა უნდა მიიღონ რძისა და ბანანის ნარევი.

გაინებივრეთ თავი გემრიელი რეცეპტით და არასოდეს იავადმყოფოთ.

სეზონური ინფექციები შორს არ არის, ამიტომ დაუყოვნებლივ გაუზიარეთ ამ რეცეპტის შესახებ სხვებსაც.