მთავარი რჩევები სახამებელი ბოტოქსის ნაცვლად? დედაჩემი ასე აკეთებს და არავინ იცის, სინამდვილეში რამდენი წლის არის

სახამებელი ბოტოქსის ნაცვლად? დედაჩემი ასე აკეთებს და არავინ იცის, სინამდვილეში რამდენი წლის არის

by Keti

ვაღიარებ, დედაჩემი 65 წლის ასაკში გამოიყურება თავის მეგობრებზე ბევრად ახალგაზრდულად. ,,თავის მოვლის ჩვევა ქალს გენეტიკურ დონეზე უნდა ჰქონდეს” – მეუბნებოდა დედაჩემი ბავშვობიდან. როცა 30 წლის ასაკში ნაოჭები გამიჩნდა, გუნება წამიხდა. დედამ მირჩია რა უნდა გამეკეთებინა და ამან იმუშავა.

სახამებელი ბოტოქსის ნაცვლად

კარტოფილის სახამებელი – ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, C ვიტამინისა და ნიკოტინის მჟავას შემცველობით. სახამებელი გვეხმარება გავთავისუფლდეთ ცხიმიანი კანისგან. მოწიფულ ასაკში სახამებლის ნიღბების გამოყენება აუცილებელია. წვრილი ნაოჭები სწორდება, ღრმა ნაოჭები კი ნაკლებად შესამჩნევი ხდება. კანი იქნება უფრო რბილი და უბრალოდ გაანათებს.

მე გიამბობთ იმ ნიღბის შესახებ, რომელიც პირადად გამოვიყენე და ძალიან მომეწონა.

სტაფილოსა და სახამებლის ნიღაბი სახისთვის

თქვენ დაგჭირდებათ

ხუთი სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი

ერთი სუფრის კოვზი სახამებელი

ერთი სუფრის კოვზი საშუალო ცხიმიანობის არაჟანი

ერთი ჭიქა წყალი

მომზადება

1. სახამებელი შეურიეთ ოთახის ტემპერატურის ნახევარ ჭიქა წყალს, შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე. დატოვეთ ცეცხლზე კვლავ 15 წუთით, თან ურიეთ.

2. ნარევში დაამატეთ სტაფილოს წვენი და არაჟანი, კარგად აურიეთ და გააციეთ. გაციებული ნიღაბი წაისვით სახეზე 20-25 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ სამი დღე. შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

ჩინური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი თაფლით

ეს ნიღაბი არ გამოიყენოთ თუ კანზე რაიმე დაზიანება ან გამონაყარი გაქვთ.

თქვენ დაგჭირდებათ

ერთი ჩაის კოვზი თაფლი

ერთი ჩაის კოვზი სახამებელი

ერთი ჩაის კოვზი წვრილი მარილი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ჩაამატეთ ნარევში ერთი ჩაის კოვზი რძე, მარილი კი ნახევარ კოვზამდე შეამცირეთ. წაისვით ნარევი სახეზე რამდენჯერმე. თითოეულ ფენას დაუმატეთ ახალი, როცა წინა გაშრება. 25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გამოიყენეთ დღეგამოშვებით 20 დღის განმავლობაში. შემდეგ გააკეთეთ ერთთვიანი შესვენება.

ნიღაბი-სკრაბი მინერალური წყლით

თქვენ დაგჭირდებათ

ერთი ჩაის კოვზი სოდა

ნახევარი ჩაის კოვზი მარილი

ერთი ჩაის კოვზი სახამებელი

ერთი ჩაის კოვზი მინერალური წყალი

ერთი ჩაის კოვზი დასაბანი გელი ან ქაფი

სახამებელი შეურიეთ დასაბან ქაფს და გახსენით მინერალურ წყალში. დაამატეთ მარილი, სოდა და კარგად აურიეთ. წაისვით ნიღაბი და ათი წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

გამათეთრებელი ნიღაბი წყალბადის ზეჟანგით

ეს პროცედურა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქებისგან. შეურიეთ ორი სუფრის კოვზი სახამებელი და ორი სუფრის კოვზი 5%იანი წყალბადის ზეჟანგი. წაისვით ნიღაბი 20 წუთით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

აუცილებლად სინჯეთ ეს ნიღბები და მოუყევით ყველას მათ შესახებ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: