მთავარი რჩევები დილის კომპლექსი წონაში კლებისთვის სახელად ,,ლიმონჩელო”. გოგონებო, პირდაპირ დღესვე დავიწყოთ!

დილის კომპლექსი წონაში კლებისთვის სახელად ,,ლიმონჩელო”. გოგონებო, პირდაპირ დღესვე დავიწყოთ!

by Keti

როგორ დავიწყოთ დილა სწორად? ჩვენ მოგიყვებით დილის კომპლექსზე, რომელიც ორგანიზმის გასუფთავებაში დაგეხმარებათ, გაგათავისუფლებთ ზედმეტი წონისგან და აღგავსებთ მხნეობით.

რითი დავიწყოთ დღე

ეს კომპლექსი ყველას დაეხმარება, ვისაც სურს გახდომა, სხეულის ტონუსში მოყვანა. თუ მის დაცვას ჩვევაში გადაზრდით, არ ინანებთ.

როცა დილით გაიღვიძებთ, ეცადეთ არ წამოხტეთ სწრაფად, სჯობს გაიღვიძოთ ნახევარი საათით ადრე და შემდეგ დაიწყოთ დილის კომპლექსის პირველი პუნქტის შესრულება. ამისთვის საჭიროა, წინა საღამოს მოამზადოთ მარტივი ლიმონის სასმელი.

ინგრედიენტები

რვა ჭიქა წყალი

ერთი ჩაის კოვზი გახეხილი იმბირი

ერთი კიტრი

ერთი ლიმონი

თორმეტი ფოთოლი ახალი პიტნა

უბრალოდ აურიეთ დიდი მოცულობის ჭურჭელში ყველა ინგრედიენტი და მთელი ღამით მაცივარში დატოვეთ.

სასმელი უნდა მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში, პირველი ჭიქა დალიეთ აუცილებლად უზმოზე. კომპლექსის მეორე პუნქტი არის ვარჯიში.

დილის ვარჯიში არ უნდა გვაგონებდეს მარათონს ან სრულყოფილ სავარჯიშო გეგმას. ის უნდა იყოს მსუბუქი და მიმართული კუნთების გაჭიმვისკენ. საკმარისია მხოლოდ ორგანიზმის ამუშავება, გამოცოცხლება და მეტაბოლიზმის დაჩქარება.

კარგად გაიჭიმეთ და გააკეთეთ მოთელვა. თავიდან უნდა იაროთ ადგილზე და დაჭიმოთ ყველა კუნთი, გააკეთეთ ორი დახრა. დილის ვარჯიშის მოძრაობები შეგიძლიათ თქვენზე მოირგოთ, მთავარია თავი იგრძნოთ კომფორტულად. თუმცა მაინც შემოგთავაზებთ ვარჯიშს, რომელიც იდეალური იქნება დღის დასაწყისისთვის. შემოგთავაზებთ პატარა რუსულენოვან ვიდეოსაც, მაგრამ მანამდე გავარკვიოთ რაში მდგომარეობს ვარჯიშის არსი.

ეს ვარჯიში კომპლექსურად მოქმედებს ორგანიზმზე: ხსნის ტკივილს ზურგის არეში, ასტიმულირებს სუნთქვით ორგანოებს, რადგან მათ ჟანგბადით ამარაგებს, ჭიმავს პრესის კუნთებს, რაც ხელს უწყობს თქვენი ოცნების ასრულებას ბრტყელი მუცლის ქონაზე. ამ ვარჯიშს ჰქვია ,,კატა”.

მისი შესრულება მარტივია და ყველას შეუძლია. საწყისი მდგომარეობა – ოთხზე დგომა. ჩაისუნთქეთ ღრმად, შეხარეთ მენჯი შიგნით, ამ დროს მოგიმრგვალდებათ ზურგი. ჩაუშვით თავი. მუცელი შეწეულია, კუნთები – დაჭიმული. ამოსუნთქვაზე დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

კვლავ ჩაისუნთქეთ, გადახარეთ ზურგი საპირისპირო მიმართულებით. თავი და მენჯი ასწიეთ მაღლა. ახლა მუშაობს ზურგის კუნთები, პრესი კი მოდუნებულია. ამოსუნთქვაზე დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შეასრულეთ ათჯერ ან თხუთმეტჯერ.

დაბოლოს, ჩვენ გთავაზობთ ყველაზე საინტერესოს. კუნთების დაჭიმვის შემდეგ შეიძლება იოგაზე გადასვლა. აუცილებელი არაა მთლიანი კომპლექსის შესრულება. გთავაზობთ მხოლოდ ერთი ასანის შესრულებას.

ეს პოზა სწრაფად დაგმუხტავთ ენერგიით. ის ამაგრებს კოჭებს, ბარძაყებს და წვივებს. ხელს უწყობს ფეხის კუნთების თანაბარ განვითარებას, ტონუსში მოჰყავს მუცლის ღღუს ორგანოები, ზურგი და დიაფრაგმა.

დადექით სწორად, ტერფები ერთად. მოხარეთ ფეხები მუხლებში, დაუშვით დუნდულები დაბლა, თითქოს სკამზე ჯდებით. გაჭიმეთ ხელები თავს უკან, ერთმანეთის პარარელულად. დაეშვით უფრო ქვევით, ზურგი სწორად გეჭიროთ. გაჩერდით ამ პოზაში მაქსიმალურად დიდხანს, დაახლოებით ნახევარი წუთი.

ახლა, როდესაც მთლიანი კომპლექსი შეასრულეთ, შეგიძლიათ ისაუზმოთ. გახსოვდეთ, რომ სწორი საუზმეც ხელს უწყობს თქვენს ჯანმრთელობას.

დაიწყეთ ყოველი დღე ამ მარტივი კომპლექსით და ნახავთ, თუ როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: