მთავარი რჩევები ექიმმა ლეო ბოკერიამ დიეტოლოგიაში რევოლუცია მოახდინა – როგორ ვიკვებოთ, რომ გავხდეთ

ექიმმა ლეო ბოკერიამ დიეტოლოგიაში რევოლუცია მოახდინა – როგორ ვიკვებოთ, რომ გავხდეთ

by guramus

ლეო ბოკერია – ცნობილი ექიმი კარდიოლოგი და პროფესორია, რომელთან ჩაწერაზეც ყველა ოცნებობს. პაციენტებზე ზრუნვით მან ადამიანის ორგანიზმი სრულიად შეისწავლა და მივიდა დასკვნებამდე, რომლებმაც თანამედროვე დიეტოლოგები განაცვიფრეს.

გვარწმუნებენ, რომ საუზმე აუცილებელია კვებაა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა სწორად ხდება და მასზე არასდროს უნდა ვთქვათ უარი. ლეო ბოკერია კი გვარწმუნებს, რომ იცის, როგორ გავხდეთ დიეტების გარეშე: უარი სწორედ დილის კვებაზე უნდა ვთქვათ.

როგორ ვიკვებოთ რომ გავხდეთ

«სრულფასოვანი საუზმის მირთმევა სისულელეა. როცა იღვიძებთ, ორგანიზმი სამუშაო მდგომარეობაში მოდის, როცა მაგიდასთან ჯდებით და ხორცს, ცომეულს ან დიდი რაოდენობით რაიმე სასმელს სვამთ, შემდეგ იცვამთ და სამსახურში მიდიხართ – რანაირი თანამშრომელი გამოდის თქვენგან?”

დიდიხანია, რაც მივაქციე ყურადღება, რომ ცნობილი ქირურგები, დილას მხოლოდ ყავის პატარა ფინჯანს სვამდნენმ შუადღეს კი, ლანჩის დროს სენდვიჩს.

საღამოს მიდიხართ სახლში, ნორმალურად იკვებებით, შემდეგ მიდიხარ აუზზე, რაიმეს კითხულობთ, სხვადასხვა აქტივობებით კავდებით… ამიტომაც საუზმე გადაულოცეთ მტერს, სადილი წაიხემსეთ, ვახშამზე კი ნორმალურად იკვებეთ, შემდეგ კი ფიზკულტურით დაკავდით. ჩემი დაკვირვებით, ქვეყნებში სადაც ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ, სწორედ ასეთი ცხოვრების წესი აქვთ…” 

დევიდ ლევიცკიმ, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა კვლევა ჩაატარა, რის მიხედვითაც, თუ კვირაში რამდენჯერმე საუზმეს გამოტოვებთ, შესამჩნევად გახდებით. ადამიანები, რომლებიც დილას არ საუზმობდნენ, სადილზე მძაფრი შიმშილის გრძნობა აწუხებდათ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ სადილზე იმაზე მეტს ჭამდნენ ვიდრე სხვები. სამაგიეროდ დღისით მიღებული კალორიები გაცილებით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე დილით მოსაუზმეებს.

თუ ფიქრობთ როგორ იკვებოთ, რომ გახდეთ, კვების ამ სქემას მიყევით: უკუჩვენებები მხოლოდ დიაბეტით დაავადებულებს აღენიშნებათ. სხვებისთვის ეს იდეალური გეგმაა.

საუკეთესო შედეგითვის დაკავდით მინიმალური ფიზიკური აქტივობით და ეცადეთ გაექცეთ ზოგიერთ პროდუქტს. ლეო ბოკერიას აზრით ესენია ძეხვი, სწრაფი მომზადების ფაფები, პაკეტის წვენები, მარცვლეული, მდნარი ყველი.

ცადეთ ამ ცნობილი ექიმის მეთოდი, რომელიც მარტივი ხერხია აკონტროლოთ თქვენი წონა და თავი ძალიან კარგად იგრძნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: