მთავარი კულინარია ნუ იყიდით მას საცხობებში, მოამზადეთ უგემრიელესი ხორციანი ღვეზელი სახლში!

ნუ იყიდით მას საცხობებში, მოამზადეთ უგემრიელესი ხორციანი ღვეზელი სახლში!

by Keti

ღვეზელის გარეთ ყიდვა არის იაფი, გემრიელი და… საშიში. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ქუჩაში ნაყიდი საკვები ნელი მოქმედების ბომბს ჰგავს. იმის გარანტიას არავინ გვაძლევს, რომ მადისაღმძვრელი შესახედაობის გამომცხვარი საკვები ახალი პროდუქტებისგანაა დამზადებული ან მომზადებისას სრულად დაცული იყო ჰიგიენური ნორმები.

ამიტომ ჩვენ დღეს გთავაზობთ სახლში დასამზადებელი ხორციანი ღვეზელის რეცეპტს, რომელსაც ბელიაშს უწოდებენ. ის ძალიან მალე შემოგეჭმევათ, მით უმეტეს, თუ ოჯახში ბევრი წევრია ან სტუმრებს ელოდებით.

შინაური ღვეზელი ხორცით (ბელიაში)

მიჰყევით რეცეპტს და უნაზესი ცომისგან დაამზადეთ ნოყიერი, ლამაზი შეფერილობის ბელიაში, რომელიც ძალიან მალე გაქრება სუფრიდან.

ინგრედიენტები

1,5 კილოგრამი ხორბლის ფქვილი

500 მილილიტრი წყალი

500 მილილიტრი რძე

100 მილილიტრი მცენარეული ცხიმი

10 გრამი მშრალი საფუარი

ერთი ჩაის კოვზი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები

1 კილო ღორის ან საქონლის ხორცი

3 თავი საშუალო ზომის ხახვი

ნაღების კარაქი, მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1. აურიეთ რძე და წყალი ერთ ჭურჭელში, ცოტა შეათბეთ. დაამატეთ ცოტა მარილი და მცენარეული ზეთი. დააყარეთ ფქვილი, დაამატეთ საფუარი და მოზილეთ ცომი.

2. მოცულობის მიცემის შემდეგ ცომს დააფარეთ სუფთა პირსახოცი და დადგით თბილ ადგილას საათნახევრით.

3. შემდეგ ხორცი და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ მარილი და პილპილი. დაამატეთ ფარშს ცოტა წყალი, უკეთესი გამოვა.

4. დადგით ცომი მაგიდაზე, დაყავით ნაწილებად. თითოეული ნაწილიდან გააკეთეთ ბურთები და შემდეგ მრგვლად გააბრტყელეთ.

5. ფარშიც გაყავით ნაწილებად. თითოეულს აკურატულად დაადეთ ნაღების კარაქის პატარა ნატეხი.

6. ცომის უკეთ გასაბრტყელებლად კიდეებზე კარგად დააჭირეთ ხელები, ჩადეთ მასში ფარშის გროვა. შემდეგ ცომის კიდეები შეაერთეთ ბოლოებით, ოღონდ ხინკლისებურად არ შეკრათ.

7. შეწვით დიდი რაოდენობის ზეთში, სანამ არ გავარდისფრდება.

8. ისღა დარჩა სუფრა გაშალოთ და ახლობლები დაპატიჟოთ. გემრიელად მიირთვით!

სახლში გაკეთებული ბელიაში განსხვავდება გარეთ შეძენილი ღვეზელისგან თავისი ხარისხით. ამ შემთხვევაში თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რა პირობებში იქნება კერძი დამზადებული.

შეინახეთ რეცეპტი, რადგან ერთხელ თუ გასინჯავთ, ისევ მოგინდებათ მისი მომზადება. გაუზიარეთ ყველას, ვისაც უყვარს გემრიელად ჭამა!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: