მთავარი კულინარია ამ 23 რჩევას თუ გაითვალისწინებთ, მომზადებული კარტოფილი 5-ჯერ გემრიელი გამოვა.

ამ 23 რჩევას თუ გაითვალისწინებთ, მომზადებული კარტოფილი 5-ჯერ გემრიელი გამოვა.

by Keti

კარტოფილი სუფრების ძალიან ხშირი სტუმარია! უძველესი დროიდან მიიჩნეოდა ბევრისთვის საყვარელ კერძად და ჩვენს წინაპრებს ძალიან უყვარდათ მისი მომზადება ბოსტნეულთან ერთად. თუ სახლში კარტოფილი გაქვთ, ჩათვალეთ, რომ ოჯახი ვახშმის გარეშე არ დარჩება. ის ასევე მოულოდნელი სტუმრებისთვისაც სწრაფი გამოსავალია.

კარტოფილის შეჭამანდი – ნოყიერი, გემრიელი და იაფი არჩევანი. ჩვენ დაგეხმარებით სასარგებლო რჩევებით, რომ კარტოფილი კიდევ უფრო გემრიელად გააკეთოთ.

მოხარშული კარტოფილი

  • ხარშვისას ქვაბში ჩააგდეთ ნაღების კარაქის პატარა ნატეხი – კარტოფილი უფრო სწრაფად მოიხარშება და ექნება უფრო რბილი გემო.
  • მარხვის პერიოდში კარაქი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მცენარეული ზეთით: მზესუმზირას, ზეთისხილის ან სიმინდის. მცენარეული ცხიმი ასევე აჩქარებს მის მოხარშვას და გემოს ხდის გაცილებით არომატულს.
  • ქერქის სწრაფად მოცილებისთვის, სანამ ის ცხელი იქნება, ცენტრში დანის წვერი ჩაარჭეთ. როდესაც კარტოფილი გაცივდება, ქერქს ხელითაც ადვილად მოაშორებთ.

კარტოფილი მიკროტალღურში

  • იმისთვის, რომ კარტოფილი მთლიანობაში სწრაფად მომზადდეს, გულმოდგინედ გარეცხეთ, ყოველ მხარეს ჩაარჭეთ ჩანგალი და შეალაგეთ მიკროტალღურში. საშუალო ზომის კარტოფილებისთვის 5-6 წუთი მაქსიმალური დროა. დრო გაზარდეთ, თუკი დიდი რაოდენობით კარტოფილს ამზადებთ.
  • მომზადების შემდეგ, 2-3 წუთით კარტოფილი დააყოვნეთ ღუმელში. შიგნით არსებული ტემპერატურა დაეხმარება სრულყოფილად მომზადებაში.
  • იმისთვის, რომ კარტოფილი უფრო გემრიელი გამოვიდეს, მისი კანი სიგრძეზე გაჭერით, დაასხით ზეთისხილის ზეთი, მოაყარეთ სანელებლები. მომზადების შემდეგ კი მოაყარეთ გახეხილი ყველი.

გემრიელი შემწვარი კარტოფილი

  • იმისთვის, რომ შეწვისას კარტოფილი არ დაიშალოს ან ერთმანეთს არ შეეწებოს, შეარჩიეთ ისეთი, რომელშიც კრახმალის შემცველობა დაბალია. ასეთებს, როგორც წესი, აქვს მოვარდისფრო კანი და ყვითელი გული.
  • ზედმეტი კრახმალის მოსაშორებლად, დაჭრილი კარტოფილი გარეცხეთ ცივი წყლით.
  • იმისთვის, რომ კარტოფილი ხრაშუნა გამოვიდეს, ნაჭრები ფრთხილად გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
  • კარგად გაცხელებულ და ცხიმიან ტაფაში ჩაყარეთ კარტოფილი და წვით ერთ მხარეს, ხშირად ნუ ამოურევთ.
  • იმისთვის, რომ ნაჭრები წვის დროს არ შეეწებოს ერთმანეთს, კარტოფილს მარილი მომზადების ბოლოს მოაყარეთ. მარილი ხელს უწყობს დატენიანებას. კარტოფილი გამოვა ჩაშუშული.

იდეალური კარტოფილის პიურე

  • პიურეს მოსამზადებლად შეარჩიეთ მაღალი შემცველობის მქონე კარტოფილი.
  • გემრიელი გამოვა თუ ხარშვისას ჩაამატებთ სურნელოვან ბალახს.
  • ჩაჭყლეტვისას პიურეს დაამატეთ შემთბარი რძე.
  • პიურეს მომზადებისას არ გამოიყენოთ ბლენდერი. უფრო წებოვანი და არანაზი გარნირი გამოვა.
  • კარტოფილის პიურეს ნარჩენისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ღვეზელი, ფუნჩულა, პელმენი..

კარტოფილი ქურაში

  • გამომცხვარი კარტოფილი განსაკუთრებით გემრიელი გამოვა, თუ მანამდე ნახევრად მოხარშავთ. გააციეთ, დაჭერით, შეანელეთ ზეთით, ნივრით, სანელებლებით და შედგით აირღუმელში.
  • კარტოფილი აირღუმელში გამოდის ძალიან არომატული და რბილი, თუ თითოეულ ნაჭერს მიამაგრებთ ბეკონის ნაწილს.

კარტოფილთან დაკავშირებული კულინარიული ეშმაკობები

  • იმისათვის, რომ გაფცქვნილი კარტოფილი არ გაშავდეს, მას სდებენ ცივ წყალში. მორიგი მეთოდი ფერის შეცვლის თავიდან ასაცილებლად არის კარტოფილის დამდუღრვა.
  • კარტოფილისთვის მოტკბო გემოს მოსაშორებლად ის ჩადეთ ცივ წყალში და შემდეგ გადაალაგეთ ცხელში. ასეთ კარტოფილს ხარშვისას დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ძმარი.
  • თუ სუფი გადაგიმლაშდათ, ჩააწყვეთ ქვაბში 2-3 გაფქცვნილი კარტოფილი. 10 წუთში ისინი შეიწოვენ ზედმეტ მარილს.

შეინახეთ სტატია, რათა საინტერესო ინფორმაცია ყოველთვის ხელთ გქონდეთ. გაუზიარეთ მეგობრებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: