მთავარი რჩევები როგორ ვუშველოთ ძირმაგარას და ბებერას? ეს პრობლემა მხოლოდ გარეგანი არაა!

როგორ ვუშველოთ ძირმაგარას და ბებერას? ეს პრობლემა მხოლოდ გარეგანი არაა!

by guramus

კანის ერთ-ერთი გავრცელებული ანთება ძირმაგარაა, რომელიც დისკომფორტს იწვევს. ძირმაგარა, ბებერა და მუწუკი – სერიოზული პრობლემებია. როგორ განვკურნოთ ისინი?

სჯობს მათი გაჩენა არ დაუშვათ. თუ პირველად ნიშნებს შენიშნავთ, პრობლემასთან ბრძოლის რამდენიმე ეფექტური საშუალება სცადეთ. ისინი უსაფრთხო, ნატურალური და ხელმისაწვდომია. შესაძლოა სახლშიც აღმოგაჩნდეთ.

ამოწვა

მტკივნეული მეთოდია, მაგრამ ვერაფერს გააწყობთ. ცეცხლის მაღალი ტემპერატურა ინფექციებს პირველივე სტადიაზე აქრობს და მის განვითარებას აფერხებს. შეგიძლიათ ნემსი გააცხელოთ და დაზიანებულ ადგილას დაიდოთ. ეს მეთოდი მუშაობს მაშინ, თუ ძირმაგარა ახლახანს გაგიჩნდათ.

ხახვის ბოლქვი

ხახვის ნაჭერი დაზიანებულ ადგილას ნახევარი საათით დაიდეთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეში სამჯერ, სანამ ძირმაგარა არ გაქრება.

წყალი

დალიეთ რაც შეიძლება მეტი სითხე. ის ასუფთავებს ორგანიზმს – გამოდევნის ტოქსინებს.

ქურქუმა

ფიქრობდით, რომ მისი ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია? ქურქუმა მნიშვნელოვანი ანტისეპტიკური საშუალებაა. 2 ჩ.კ. ქურქუმას 1 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი და რამდენიმე წვეთი იოდი დაამატეთ. გაღიზიანებულ ზონაზე დღეში ორჯერ დაიდეთ. შედეგი პირველივე გამოყენებისას თვალსაჩინო იქნება.

ვაშლის ძმარი

კიდევ ერთი სამკურნალო საშუალება სამზარეულოს თაროდან. ვაშლის ძმარი ძლიერი ბუნებრივი ანსეპტიკია. ის მშვენივრად უმკლავდება კანის დაავადებებს.

ჩაის ხის ეთერული ზეთი

ბევრი დერმატოლოგის მიერ რეკომენდირებული ეფექტური საშუალება. გამოიყენეთ ის ფრთხილად. დაიდეთ სხვა ზეთთან ერთად, მაგალითად ზეითუნის ზეთთან ერთად.

ინგლისური მარილი

კანიდან ჩირქს და უსიამოვნო ნივთიერებებს იწოვს. ინგლისური მარილი გამოჯანმრთელებას ორჯერ უფრო დააჩქარებს.