ექიმები გვირჩევენ ყურადღება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე გავამახვილოთ, რომლებიც ინფექციებთან ბრძოლისას პროფილაქტიკისთვის გამოგვადგება. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ქონი.
ქონის სარგებელი
სალო დიდი რაოდენობით ვიტამინებს А-ს, D-ს და Е-ს შეიცავს. ასევე კაროტინს, ეს ცხიმი იმუნიტეტს აძლიერებს და ორგანიზმის საერთო ტონუსს აუმჯობესებს, განსაკუთრებით წლის ცივ სეზონზე.
ქონის მავნებლობაზე ლეგენდები დადის, რომლებიც ადამიანებს აშინებთ. ჩვენ წარმოგიდგენთ საჭირო ინფორმაციას და დავანგრევთ მითებს.
ქონი სიმსუქნეს იწვევს
ეს სავსებით მართალი არაა: ქონი, ისევე როგორც სხვა პროდუქტები, ორგანიზმს ვნებს მხოლოდ გადაჭარბებული რაოდენობის მიღების შემდეგ. ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომლებიც კუჭის და ღვიძლის პრობლემებს არ უჩივიან, ქონი სასარგებლო იქნება. ქონის დღიური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის დღეში 10-30 გრამია.
ქონი ძალიან მძიმე საკვებია
ესეც მითია. ჯანმრთელი ადამიანების კვების მომნელებელ სისტემაში ქონი პრობლემებს არ იწვევს. ის ორგანიზმისთვის სასარგებლოა, რადგანაც სხეულის ტემპერატურაზე დნება.
ქონი მჭიდრო ცხიმია
და ვინ თქვა რომ ეს ცუდია? ცხიმი უნიკალური სტრუქტურაა, რომელიც იშვიათი მჟავითაა მდიდარი. ეს საშუალება თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია.
ქონში დიდი რაოდენობით ქოლესტერინია
ისევე როგორც სხვა ყველა ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, ქონიც ქოლესტერინს შეიცავს. მისი რაოდენობა არც ისე ბევრია, ვიდრე მიჩვეულები ვართ. 100 გრამ ქონში მხოლოდ 70-100 მილიგრამი ქოლესტერინია.
არ იღელვოთ თუ მიიღეთ პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით ამ ნივთიერებას შეიცავს. ექიმებმა უკვე დაადასტურეს ფაქტი, რომ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა ცოტათია დამოკიდებული იმაზე, თუ რას მიირთმევთ. უფრო მნიშვნელოვანია ქოლესტერინის ცვლა. ორგანიზმმა სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმი უნდა მიიღოს და სწორად გადაამუშაოს. ამაში მას ის მჟავები ეხმარება, რაც ქონშია.
ქონი პურთან ერთად ძალიან მავნებელია!
არც ესაა მართალი. მსგავსი შეთანხმება სასიკეთოა თქვენი ორგანიზმისთვის: ორივე პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს. მათვისაც კი, ვისაც გახდომა სურთ, ეს მშვენიერი ენერგიის წყაროა. ქონი ბოსტნეულით-დიეტის დროს საუკეთესო არჩევანია.