მთავარი რჩევები აი, რატომ გიჟდებიან ჩვენი ბებიები გვირილის ჩაიზე: 15 სამკურნალო თვისება

აი, რატომ გიჟდებიან ჩვენი ბებიები გვირილის ჩაიზე: 15 სამკურნალო თვისება

by Keti

ბებიაჩემი 70 წლისაა, მაგრამ ძალიან მხნე და აქტიურია. არ აწუხებს თითქმის არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა. მას აქვს ამის საიდუმლო და ეს არის გვირილის ჩაი. ჩვენ მოგიყვებით გვირილის ყველა სამკურნალო თვისებაზე და გარწმუნებთ, რომ მას ყოველ საღამოს დალევთ.

ჩაი გვირილით

გვირილის ჩაი – ეს ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელსაც სასიამოვნო გემო გააჩნია და შეიცავს მრავალ ფლავონიდს და სხვა ანტიოქსიდანტს. გვირილას ყველაზე სასარგებლო ნაწილია ყვავილები, სწორედ ისინი შეიცავენ ყველაზე სასარგებლო ნივთიერებებს.

მდიდარი შემადგენლობის წყალობით, გვირილას ყვავილები მრავალ დაავადებას კურნავს. მოდი, გავიგოთ, რაში გვეხმარება გვირილას ჩაი:

1. აუმჯობესებს ძილს

არ არსებობს სხვა უკეთესი საშუალება გადაღლილობის, სტრესისა და მოუსვენრობის დროს, როგორიც გვირილაა. გვირილიანი ჩაი აიოლებს დაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს. თუ მას დალევთ ღამით, დილით მხნე და დასვენებული გაიღვიძებთ.

2. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები

ამ თვისების წყალობით, გვირილა ეფექტურად გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ის გვეხმარება გავუმკლავდეთ ინფექციებს, ანთებას და სპაზმს.

3. გვეხმარება სტრესისა და შფოთვის დროს

გვირილა – ნატურალური ანტიდეპრესანტია. ერთი ჭიქა არომატული გვირილას ჩაი ამაღლებს ორგანიზმში სეროტონინის დონეს, სტრესი და შფოთვა ქრება, თქვენ დამშვიდდებით და კარგად იგრძნობთ თავს.

4. აძლიერებს იმუნიტეტს

გვირილაში შემავალი ფენოლები ამაღლებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ინფექციების, გაციების, გრიპის, სინუსიტების წინააღმდეგ.

5. შველის კუჭის პრობლემებს

გვირილა ეხმარება შებერილობას და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, ძალიან ეფექტურია გასტრიტის დროს. ასევე კუჭს ეხმარება მოწამვლის შემდეგ მუშაობის აღდგენაში.

6. გვირილა, როგორც კიბოს პროფილაქტიკა

აპიგენინი, რომელსაც შეიცავს გვირილა, არის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედების, კერძოდ, სარძევე ჯირკვლის, კუჭის, კანის, პროსტატის კიბოს დროს.

7. ქალებს ეხმარება მენსტრუაციული ტკივილებისას

გვირილას ჩაი ამცირებს ციკლის ტკივილს, ხსნის სპაზმს, აწყნარებს ნერვულ სისტემას, შველის გუნება-განწყობის ცვლილებებს.

8. გვეხმარება ალერგიის დროს

გვირილას ასევე აქვს ანტიჰისტამინური თვისებები, რისი წყალობითაც გვეხმარება ალერგიის შეტევების შემსუბუქებაში, არეგულირებს იმუნური სისტემის პასუხს ალერგენების მოქმედებაზე.

9. პროფილაქტიკა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის

გვირილიანი ჩაი შველის არტერიული წნევის დაქვეითებას, არეგულირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამით ეხმარება გულს მუშაობაში.

10. გვეხმარება ოსტეოპოროზის დროს

გვირილიანი ჩაი აუმჯობესებს ძვლების სიმკვრივეს და ამით თავიდან გვაცილებს ოსტეოპოროზს.

11. გვირილა დიაბეტის დროს

გვირილიანი ჩაიაქვეითებს შაქრის დონეს და არეგულირებს სისხლში ინსულინის მაჩვენებელს. ამ ჩაის გამოყენებით დიდად შეამცირებთ სისხლში შაქრის ცვლილებებს.

12. გვეხმარება ჰემოროის დროს

გვირილა კომპლექსურად მოქმედებს ჰემოროის დროს. ხსნის ტკივილს, ქავილს, ინფექციასა და ანთებას. გვირილას გამოყენება შესაძლებელია აბაზანების, მიკროოყნების, სანთლებისა და ჩაის სახით.

13. ეხმარება კანის პრობლემებს

გვირილას ნაყენი ხსნის კანის გაღიზიანებადობას, მისგან დამზადებული კომპრესები შველის ეკზემას, ასევე გვირილას ნახარში ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. გვეხმარება წვრილი ნაოჭების მოშორებაში

14. ამაგრებს თმას

თუ თავს დაიბანთ გვირილას ნახარშით, თმა გახდება ბზინვარე და აბრეშუმისებური. ეს არის შეუცვლელი საშუალება თმის ზრდის გასაძლიერებლად.

15. ეხმარება პირის ღრუს პრობლემებს

გვირილას ნახარშის გამოვლება ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს და ამაგრებს ღრძილებს.

რჩევა

გვირილას სარგებლიანობა უბრალოდ დაუჯერებელია, მაგრამ უკუჩვენებებიც აქვს. პირველ რიგში გამორიცხეთ მასზე ალერგია, არ გამოიყენოთ ორსულობისას და არ მიიღოთ დღის საათებში, რადგან იწვევს ძილიანობას.ასევე გვირილა კარგად მუშაობს პროფილაქტიკის მიზნით, თუმცა სერიოზული დაავადებების დროს მის იმედზე ნუ დარჩებით, მიმართეთ ექიმს.

გაუზიარეთ მეგობრებს სასარგებლო სტატია!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: