მთავარი რჩევები თუ თქვენს ეზოში რაიმე მცენარეს შეამჩნევთ, ის არ ამოძირკვოთ, შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს. აი მაგალითი

თუ თქვენს ეზოში რაიმე მცენარეს შეამჩნევთ, ის არ ამოძირკვოთ, შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს. აი მაგალითი

by Keti

ჩემმა ნაცნობმა, თავის ნაკვეთში უცნაური ბალახეული აღმოაჩინა და გადაწყვიტა არ ამოეთხარა. ის სულ უვლიდა მცენარეს, რწყავდა, შედეგმა კი გააოცა. ამ ბალახეულიდან ამოიზარდა სვია.

აღმოჩნდა, რომ სვიის გირჩი მხოლოდ ლუდის მხარშავებისთვის არაა ფასეული. ჩვენ გიამბობთ სვიის თვისებებზე და მისგან დამზადებულ რეცეპტებზე. შემოგთავაზებთ, როგორ შეგიძლიათ ებრძოლოთ უძილობას.

სვიის გირჩები

ბევრი ექიმი აღიარებს სვიის გირჩის სამკურნალო თვისებებს და ტრადიციული მედიცინაც არ გამორიცხავს მათ სარგებლიანობას. მის ნახარშს ან ნაყენს ხშირად იყენებენ სხვადასხვა საჭიროებისთვის.

1. თირკმელებისა და შარდის ბუშტის მკურნალობა

გამოჯანმრთელებისთვის მოამზადეთ სვიის გირჩის ნაყენი, დააქუცმაცეთ ერთი სუფრის კოვზი სვიის გირჩი, დაასხით მას ერთი ლიტრა მდუღარე წყალი. 15 წუთით წყლიან აბაზანაში მოათავსეთ. ის უნდა მიიღოთ ჭიქის მეოთხედი, დღეში სამჯერ, ჭამის წინ. მიაყოლეთ ერთი ჭიქა ცხელი წყალი.

2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

სვიის გირჩის გამოყენება ზრდის ნერწყვისა და კუჭის წვენის გამოყოფას, ამით ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს და მასას. გარდა ამისა, ნაყენი ახდენს ძილის ნორმალიზებას და აქვეითებს წნევას. ამისათვის იმავე ნაყენი მოამზადეთ, რაც წინა ქვესათაურში, მიიღეთ დღეში 2-3ჯერ, ნახევარი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

3. სტრესის დაძლევის საშუალება

სვიას აქვს სედატიური თვისებები. ამით კარგად ებრძვის სტრესს. ნახარშის მოსამზადებლად ერთ სუფრის კოვზ სვიის გირჩს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, მოხარშეთ, დადგით და დალიეთ ძილის წინ. ძილი იქნება მყარი და სტრესი მოგეხსნებათ.

4. სახსრების ტკივილის შემცირება

საჭიროა, ერთ კოვზ დაქუცმაცებულ გირჩს შეურიოთ ნებისმიერი ეთერზეთი, პროპორციით 1:4. ნარევი უნდა იყოს სქელი, ის უნდა შეიზილოთ მტკივნეულ სახსრებში. მალამო ეფექტურია დაჟეჟილობების, რევმატიზმისა და ართრიტის დროს.

მალამოს დამზადება ასევე შეიძლება მოხარშული გირჩებისგან. ერთ კოვზ გირჩს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ხარშეთ, სანამ სითხის მოცულობა ორჯერ არ შემცირდება. შემდეგ შეურიეთ ამ ნახარშის ერთი კოვზი ოთხ კოვზ ვაზელინს. მალამო წაისვით დაზიანების ადგილებში. შველის ჩალურჯებებს და ამცირებს ტკივილს.

5. სვიის გირჩები თმისთვის

გირჩი კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. გირჩევთ, გადაივლოთ გირჩის ნახარში ყოველი დაბანის შემდეგ. ამ ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა ხუთ სუფრის კოვზ სვიის გირჩს დაასხათ 500 მილილიტრი წყალი. ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ დატოვეთ ნახევარი საათი და ეფექტის მისაღებად ის გამოიყენეთ კვირაში სამჯერ.

ეს ყველაფერი არ არის: სვია საუკეთესოა უძილობის წინააღმდეგ. ამისთვის არომატული ბალიში გააკეთეთ: გაახმეთ გირჩები კარგად (მოაგროვეთ მწიფე გირჩები აგვისტოს თვეში), მოათავსეთ თხელ ფენად ქაღალდზე და სუფთა ჰაერზე გაახმეთ ისინი.

როცა გირჩები გამოშრება, მისით გააკეთეთ ბალიშის შიგთავსი. ბალიშის ქსოვილი უნდა იყოს ნატურალური. თუ ყველაფერს სწორად იზამთ, ასეთი ბალიშის გამოყენება ორი წლით შეგიძლიათ. ძილი გახდება ღრმა და მშვიდი.

როგორც ყველა სამკურნალო მცენარეს, სვიასაც აქვს უკუჩვენებები: უმთავრესია ალერგია. ასევე უკუჩვენებაა სერიოზული დაავადებებიც. მის გამოყენებამდე ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

სვიის გირჩების სარგებლიანობაზე მოუყევით მეგობრებს და გაგვიზიარეთ, თუ გქონიათ რაიმე მსგავსი გამოცდილება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: