მთავარი რჩევები თუ ბევრი რამ გავიწყდებათ…მეხსიერების გასაძლიერებლად ვიყენებთ მძლავრ საშუალებას: გასაოცრად იაფს, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება!

თუ ბევრი რამ გავიწყდებათ…მეხსიერების გასაძლიერებლად ვიყენებთ მძლავრ საშუალებას: გასაოცრად იაფს, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება!

by Keti

მეხსიერების გაუარესებას არამხოლოდ ხანდაზმულები, არამედ ახალგაზრდებიც უჩივიან.

არასწორი კვება, ჟანგბადის უკმარისობა, საინფორმაციო გადატვირთვა, უძილობა.. ეს ფაქტორები აქვეითებს ტვინის შრომისუნარიანობას. მეხსიერების გაუარესება უკავშირდება სტრესებს, ალკოჰოლს, თამბაქოს.

,,გადაღლილი” ტვინის დახმარება ხალხურ საშუალებას შეუძლია, რომელიც ლუდის საფუარზეა დამზადებული. თანამედროვე მედიცინა მას აღიარებს, როგორც ყველაზე ეფექტურ ბიოდანამატს. ეს განპირობებულია ლუდის საფუარის უნიკალური შემადგენლობით.

ლუდის საფუარის შემადგენლობა

  1. B ჯგუფის ვიტამინები (განაპირობებს ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას, აფერხებს პარკინსონის დაავადების განვითარებას, აუმჯობესებს მხედველობას).
  2. ვიტამინები C, D, E, F, PP.
  3. 17 ამინომჟავა, რომელთაგან უმრავლესობა შეუცვლელია.
  4. უჯერი ცხიმოვანი მჟავები.
  5. კალიუმი, ქრომი, კალციუმი, სელენი, ფოსფორი, თუთია, რკინა, სპილენძი და სხვა მიკროელემენტები.

ლუდის საფუარი ორგანიზმს უჯრედების განახლებაში ეხმარება. ქოლესტერინისა და შაქრის დონის დარეგულირებაში. ამტკიცებს გულის მუშაობას.

გთავაზობთ შესანიშნავ საშუალებას, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებასა და ტვინის დაბერების შეჩერებაში დაგეხმარებათ.

მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალება

ინგრედიენტები

ლუდის საფუარის ორი 500 მილიგრამიანი ტაბლეტი

ერთი მწიფე ბანანი

ერთი ვაშლი

ორი სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი

ერთი ჭიქა სუფთა წყალი

ერთი სუფრის კოვზი სეზამი

ხუთი ლებანი ბერძნული კაკალი

მომზადება

  1. მოათავსეთ ბლენდერში სეზამი, შვრია, კაკალი და დააქუცმაცეთ.
  2. დაამატეთ წყალი და კარგად აურიეთ.
  3. დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კვლავ აურიეთ.
  4. გემოს გაუმჯობესებისთვის დაუმატეთ ცოტა ქიშმიში, ფინიკი და თაფლი.
  5. მიიღეთ ეს საშუალება დღეში 1-2ჯერ ჭამის ჯერებს შორის, ერთი თვის მანძილზე.

რა თქმა უნდა, ერთი საშუალება, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, ვერ გადაწყვეტს მეხსიერების პრობლემებს. ტვინის მუშაობის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი პირობაა დასვენება. შეისვენეთ სამსახურში, მოუსმინეთ მუსიკას, წაიკითხეთ წიგნი ან უბრალოდ გაიარეთ ფეხით.

დაიცავით ჯანმრთელი დიეტა, ჩართეთ რაციონში B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ტვინის მუშაობას ეხმარება.

ვიტამინი B1 აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, B6 აუმჯობესებს გრძელვადიან მახსოვრობას. B ჯგუფის ვიტამინები შედის ქათამში, ცხიმიან თევზსა და ბანანში.

ერთფეროვნება კლავს ტვინს, ამიტომ შეავსეთ თქვენი ცხოვრება მრავალფეროვნებით. შეინარჩუნეთ კარგი მეხსიერება ღრმა სიბერემდე.

გაითვალისწინეთ რჩევები და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: