მთავარი რჩევები დაგეხმარებათ ჰაიმორიტის, ჰერპესისა და ოსტეოქონდროზის დროს. გამოცდილი ოტოლარინგოლოგები, როგორც იქნა, ამჟღავნებენ ამ საიდუმლოს…

დაგეხმარებათ ჰაიმორიტის, ჰერპესისა და ოსტეოქონდროზის დროს. გამოცდილი ოტოლარინგოლოგები, როგორც იქნა, ამჟღავნებენ ამ საიდუმლოს…

by Keti

მენოვაზინი – კომპლექსური პრეპარატია, რომელსაც ნიშნავენ ნევრალგიების, კუნთოვანი და სახსრების ტკივილის დროს. ის ასევე ქავილსაწინააღმდეგო საშუალებაა კანის დაავადებების დროს.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მედიკამენტი გამოიცემა ორი ფორმით: ხსნარისა და მალამოს სახით.

მენოვაზინის შემადგენლობაში ისეთი კომპონენტებია, რომლებიც განაპირობებს მის სამკურნალო ეფექტურობას.

1. მენთოლი

კანზე მოხვედრის შემდეგ, აღწევს ღრმად ნერვულ დაბოლოებამდე. იწვევს გამყინავ მოქმედებას და ეფექტურად ხსნის ქავილს.

2. ბენზოკაინი

ადგილობრივი ანესთეტიკი, რომელიც ტკივილის იმპულსებს ახშობს.

3. პროკაინი

აქვს მძლავრი ანესთეზიური მოქმედება, ტკივილის შეგრძნებები ყუჩდება.

მენოვაზინი გარეგანი გამოყენებისთვის

მენოვაზინი იყიდება აფთიაქებში და დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაშიც, კომპლექსური მკურნალობისთვის.

1. ჰაიმორიტის დროს

ცივ სეზონებში აქტუალურია დაცობილი ცხვირის პრობლემა.

ამ საშუალებას ოტოლარინგოლოგები ათწლეულებია ნიშნავენ ტკივილის სიმპტომების შესამცირებლად. მისი წყალობით მნიშვნელოვნად იოლდება სუნთქვა და მცირდება ჩირქოვანი და ლორწოვანი გამონაყოფების რაოდენობა.

ამიტომ ჰაიმორიტის მკურნალობა მენოვაზინით გამართლებულია, ცხადია, კომპლექსურ თერაპიასთან ერთად. მისი გამოყენებისას აუცილებელია ხსნარში დაასველოთ ბამბა და ცხვირში მთელი ღამით გაიჩეროთ.

2. გაციების დროს

მენოვაზინის ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ შეზელვისთვის, გაციების სიმპტომების დროს. მას ისვამენ მკერდსა და ზურგზე და სწრაფად იზელენ ხელის გულებით. ასევე პრეპარატით ასველებენ კომპრესს და იდებენ ყელის მიდამოში – ყელის ტკივილისა და ბრონქიტის დროს.

3. ჰემოროის დროს

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ მენოვაზინი არ არის ჰემოროის სამკურნალო საშუალება, არამედ ინსტრუმენტი, რომელიც ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.

როგორ გამოვიყენოთ ეს საშუალება? ბამბის ტამპონზე დაიტანეთ მალამო, შემდეგ მიიდეთ დაზიანებულ უბანზე 5-7 წუთით. თავიდან იგრძნობა ქავილი და წვა, თუმცა ეს სიმპტომები მალე გაქრება. აღსანიშნავია, რომ მალამოს ანალურ ხვრელში შეყვანა კატეგორიულად აკრძალულია. ის მხოლოდ გარეგანი მოქმედებისთვისაა. ჰემოროის დროს, მენოვაზინი, უნდა წაისვათ დაზიანებულ ადგილას დღეში ორჯერ, დილა-საღამოს.

4. როგორ წავისვათ ჰერპესის დროს

მენოვაზინის ხსნარი სწრაფი და ეფექტურია ჰერპესის წინააღმდეგ. დაასველეთ ბამბა ხსნარში და გაწმინდეთ ის ადგილი, სადაც ჰერპესი წარმოიქმნა. თუ მაინც არ გაქრა ჰერპესი, გაიმეორეთ რამდენჯერმე.

5. ოსტეოქონდროზის დროს

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მენოვაზინი დამხმარე ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა კომპლექსური მკუურნალობისას. მას ისვამენ ხერხემლის კისრის მიდამოში. ტკივილის შესამცირებლად ხსნარი უნდა შეიზილოთ მტკივნეულ ადგილად დღეში სამჯერ, რამდენიმე კვირის განმავლობაში.

6. ორსულობისას

მენოვაზინი შესანიშნავად უმკლავდება ზურგისა და წელის მიდამოებში არსებულ ტკივილებს, რომლებიც ორსულობისას აღმოცენდება.

7. თავის ტკივილის დროს

თავის ტკივილისგან გასათავისუფლებლად საჭიროა მენოვაზინის ხსნარის წასმა შუბლზე, საფეთქლებსა და კეფაზე. შემდეგ ტკივილი გაქრება.

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

  1. მენოვაზინის რომელიმე კომპონენტის აუტანლობა.
  2. კანის საფარველის დაზიანება, ღია ჭრილობები.
  3. ძუძუთი კვება.

მენოვაზინი – კომპლექსური პრეპარატია, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ექიმებსა და პაციენტებში. მისი დაბალი ფასის სასიამოვნო ბონუსია, რადგან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები უმეტესად ძვირი ღირს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: