მთავარი ჯანმრთელობა რას კურნავს ლევომიკოლი?

რას კურნავს ლევომიკოლი?

by Keti

,,ლევომეკოლი” – პრეპარატია, რომელსაც ჩირქოვანი ჭრილობებისას იყენებენ. მას აქვს ასევე ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები და აღადგენს ქსოვილებს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

რაში გვეხმარება ,,ლევომეკოლი”? 

ამ მალამოს შემადგენლობაში შედის ანტიბიოტიკები, ნივთიერებათა ცვლის სტიმულატორები და დამხმარე საშუალებები. ამ შემადგენლობის წყალობით ეფექტურად ებრძვის ინფექციებსა და ანთებებს.

ლევომეკოლის მალამო გამოიყენება მედიცინის სხცადასხვა სფეროში.

1. ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობები

ჩირქოვანი ჭრილობის მოსაშორებლად ბინტის სახვევს ასველებენ ლევომეკოლში და ადებენ ჭრილობას. თუ ჭრილობა ღრმაა, საშუალებას შიგნით უსვამენ და ადებენ სახვევს. სახვევს ცვლიან დღეში ერთხელ.

2. ჰემოროი

ცნობილია, რომ ამ მალამოს იყენებენ ჰემოროის დროს. ამისთვის წაისვით მალამო ჰემოროიდულ კვანძებზე ძილის წინ. მკურნალობა გრძელდება ათი დღე. ტკივილი თანდათან ქრება.

3. პირის ღრუს დაავადებები

მალამო ეფექტურია პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროსაც. იყენებენ კბილის ამოღების შემდეგ, შესიების და ტკივილის სიმპტომების მოსახსნელად.

4. სურდო

ცხვირის შემავალი გზების გასასუფთავებლად აუცილებელია წაისვათ მალამო ნესტოების ლორწოვანზე და დაწვეთ დახრილი თავით, რათა მთლიანად შეიწოვოს მალამო.

5. გინეკოლოგიური დაავადებები

ლევომეკოლი გამოიყენება ვაგინიტების, კოლპიტების, ცერვიციტის და სხვადასხვა ტიიპის ეროზიის დროს. მალამოთი ასევე ამუშავებენ მშობიარობის შემდგომ ნაკერებს.

6. მუწუკები

საშუალებას ჩირქოვანი გამონაყარის სამკურნალოდ იყენებენ. ამისათვის ის უნდა წაუსვათ მსხვილ მუწუკს, დაიმაგროთ ლეიკოპლასტირით და დაიტოვოთ მთელი ღამე. ანთება ჩაცხრება და გამონაყარიც მალე გაივლის.

7. ჰაიმორიტი და ყურის ანთება

ჩირქოვანი ანთების დროს ყურში ღრმად ათავსებენ ბინტის ტამპონს, რომელიც დასველებულია მალამოთი. ამავე მეთოდით იყენებენ ჰაიმორიტის დროსაც.

მალამოს ფართო გამოყენება აქვს მედიცინაში და კურნავს მრავალ დაავადებას. მაგრამ აქვს უკუჩვენებებიც. არ შეიძლება მისი გამოყენება ინდივიდუალური მიუღებლობის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა სახიფათოა. ნებისმიერი საშუალების გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!