მთავარი რჩევები აი, ამიტომ უნდა წაუსვათ ნიორი თეფშზე. ეს ხრიკი ყველამ დაივიწყეთ

აი, ამიტომ უნდა წაუსვათ ნიორი თეფშზე. ეს ხრიკი ყველამ დაივიწყეთ

by guramus

ყველა დიასახლისს თავისი კულინარიული ხრიკები აქვს. მათი მეშვეობით სამზარეულოში მუშაობა უფრო ადვილი და კომფორტულია. პროფესიონალ შეფ-მზარეულებს მსგავსი ხრიკების მთელი არსენალი მოეპოვებათ.

გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, სადაც რაღაც ახალს აუცილებლად აღმოაჩენთ. ზოგიერთი კულინარიული საიდუმლო იმდენად მარტივია, რომ გაგაკვირვებთ. გამოიყენეთ ისინი და ყველაზე უბრალო კერძებისგანაც კი გასტრონომიულ შედევრებს შექმნით. გააკეთებთ დროის, ძალისხმევის და საშუალებების შესამჩნევ ეკონომიას.

შეფ-მზარეულის 22 ხრიკი

ნუშის მსგავსი თხილი ქერქისგან ადვილად გასუფთავდება, თუ თავიდან 2 წუთით მდუღარე წყალში მოათავსებთ, შემდეგ კი ცივ წყალში.

იმისთვის, რომ მოხარშული ბრინჯი ქათქათა იყოს, ხარშვის პროცესში წყალს ცოდაოდენი ძმარი დაუმატეთ.

როცა მზადებისას შეამჩნევთ, რომ სუპში ბევრი მარილი მოგივიდათ, ქვაბში მარლის მეშვეობით მარცვლეული, მაგალითად ბრინჯი, ჩაუშვით. ისინი კერძს ზედმეტი მარილისგან გაანთავისუფლებენ.

იმისთვის, რომ მოხარშული კვერცხის გული დაჭრისას არ იშლებოდეს, დანა ცივ წყალში ამოავლეთ.

იმისთვის, რომ კერძს ნივრიანის გემო შევძინოთ და სუნი არ ჰქონდეს, ჭურჭელს ნივრის კბილი წაუსვით და პორცია შემდეგ მოათავსეთ მასზე.

ღვიძლის სირბილისთვის მარილი მზადების ბოლოს მოაყარეთ.

იმისთვის, რომ ღვეზელის ან ნამცხვრის თავი გაზქურაში არ დაიწვას, შეფუთეთ სველი ქაღალდის პირსახოცით.

ლუდი წარმატებულად გამოიყენება ხორცის და ბოსტნეულის კერძების მომზადებისას. მაგალითად, ალკოჰოლური სასმელი სოიას სოუსთან ერთად, ღორის და ძროხის ხორცისთვის მშვენიერი მარინადია. ჩათუშული ბოსტნეულის მომზადების პროცესში დამატებული შავი ლუდი კი კერძის გემოს უფრო სასიამოვნოს და დახვეწილს გახდის.

იდეალური არაჟნის კრემის მისაღებად მასში კვერცხის ცილა დაამატეთ.

კექსში ვაშლის ცომთან შეერთებამდე ვაშლის ნაჭრები ფქვილში ამოავლეთ.

მოხარშული ლობიო რომ არ გამუქდეს, მოხარშვის დროს თვზე არ დაახუროთ.

ბულიონი რომ გამჭვირვალე იყოს, ხარშვის დროს მასში ყინულის კუბიკი ჩააგდეთ და შემდეგ სითხე ადუღებამდე მიიყვანეთ.

კატლეტები უფრო გემრიელი და ჰაეროვანი რომ იყოს, ფარშში გახეხილი ხახვი ან კარტოფილი დაუმატეთ.

დაძმარებული საქონლის ხორცი მაიონეზში მზადებამდე ნახევარი საათით ხორცს მსუბუქს გახდის. გემოს გაუმჯობესებისთვის მარინადისთვის მაიონეზი მდოგვთან აურიეთ.

ხორცის შეწითლებულ გარსს გამოცხობამდე თაფლის, ბროწეულის წვენის ან წყალში გაზავებული კონიაკის წასმით მიღებთ.

როცა “ბებერ” ხორცს ხარშავთ, ბულიონში გარეცხილი ბანანის ქერქი ჩააგდეთ. ეს მას სიმსუბუქეს შესძენს.

ხორცის გახვევისთვის ჩეულებრივი სუხარების ნაცვლად დაჭყლეტილი თხილი გამოიყენეთ. კერძი უფრო გემრიელი გამოვა.

სუპი რომ უფრო გემრიელი და სასარგებლო იყოს, იქამდე, სანამ ცეცხლიდან გადმოიღებთ, ცოტაოდენი სტაფილოს წვენი ჩაასხით.

ეცადეთ მარილი და ძმარი ლიმნის ან ლაიმის წვენით ჩაანაცვლოთ. ციტრუსის გემო ზედმეტი არცერთ კერძში არ იქნება და ის უფრო სასარგებლოც გახდება.

ბოსყნეულის სალთში დამატებული ცოტაოდენი ნატურალური ვანილი მშვენივრად გახსნის კერძის გემოს.

ცხელი კერძის სუფრაზე მიტანამდე ჭურჭელი გაახურეთ, ცივი კერძის დროს კი თეფში გააცივეთ. საკვების გემო უფრო დაბალანსებული და მსუყე იქნება.

რძიან ყავაში მომზადებამდე ცოტაოდენი მარილი დაამატეთ. ეს გემოს გააუმჯობესებს.