მთავარი რჩევები ძილის წინ 1 ჭიქას ვსვამ – ზედმეტი მუცლის ცხიმი 1 კვირაში ქრება.

ძილის წინ 1 ჭიქას ვსვამ – ზედმეტი მუცლის ცხიმი 1 კვირაში ქრება.

by guramus

ზოგიერთი სასმელი ცხიმებს წვავს – ეს გახდომის ერთ-ერთი მეთოდია. ესენი შეიძლება იყოს: ლიმნის წვენი, ყავა, მწვანე ჩაი… ცხიმთან ბრძოლაში ეს სასმელები ბევრმა გამოსცადა და ეფექტური შედეგიც მიიღო. ამასთან, ისინი სასარგებლოცაა – იდეალური ვარიანტი ყველაზე ზარმაცებისთვის!

წარმოგიდგენთ 4 საოცარ ახალ რეცეპტს, ისინი არამხოლოდ დაგეხმარებიან უკეთ იძინოთ, არამედ მკვებავი ნივთიერებებით აგავსებენ და ცხიმებს მალე გააქრობენ.

სასმელები გასახდომად სახლის პირობებში

ადამიანები, რომლებსაც დღეში 6 სთ-ზე ნაკლები სძინავთ, სტრესის ჰორმონის მომატებული რაოდენობა აღენიშნებათ, რასაც კანზე არსებულ ცხიმამდე მივყავართ. ეს სასმელები გაგათავისუფლებენ უძილობისგან და შეამცირებენ თქვენს წონას.

ვაშლი და მრავალძარღვა

ინგრედიენტები

  • 1 მჟავე ვაშლი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ. მრავალძარღვას თესლი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი

გამოყენება

  1. დაჭერით ვაშლი ნაჭრებად, დაამატეთ წყალი და გაჭყლიტეთ ბლენდერში ერთიან მასამდე.
  2. მასა ჭიქაში მოაქციეთ, დაამატეთ მრავალძარღვას თესლი და დარიჩინი.
  3. სწრაფად დალიეთ, სანამ თესლები არ გამყარდა.
  4. დააყოლეთ ნახევარი ჭიქა წყალი.

სასმელი ორგანიზმს ცხიმების დაწვაში ეხმარება. 2003 წლის კვლევის მიხედვით დამტკიცებულია, რომ 3 ვაშლის ყოველდღიური გამოყენება წონის დაკლებას უწყობს ხელს. მრავალძარღვას ფესვები შიმშილის გრძნობას აქრობს.

რძე მუსკატით

ვის გაიძულებდნენ ბავშვობაში ღამით რძე დაგელიათ? ჩვენი მზრუნველი მშობლები ამას ტყუილად არ აკეთებდნენ: რძეში ტრიპტოფანი და ამინომჟავებია, რათა უკეთ დაგეძინოთ.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა რძე საშუალო ცხიმიანობის
  • 2 ჩ.კ. თაფლი
  • 1/4 ჩ.კ. მუსკატი

მომზადება

  1. გაათბეთ რძე.
  2. დაამატეთ თაფლიდა მუსკატი
  3. ისიამოვნეთ!

ამ 3 პროდუქტის შეთავსება სასმელს საოცარ გემოს აძლევს. თაფლი მოგადუნებთ და მშვიდი ძილის გარანტიას მოგცემთ. მუსკატი გამახურებელი ეფექტით გამოირჩევა, რათა ძილის პერიოდში ცხიმი დაწვას.

ალუბლის წვენი და ალოე ვერა

საინტერესო შემადგენლობაა, არა? კვლევებმა აჩვენა, რომ ალუბლის წვენი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ხანგრძლივობას.

ინგრედიენტები

  • 0,5 ჭიქა ალუბლის წვენი შაქრის გარეშე
  • 1 ს.კ. ალოე ვერას წვენი
  • 1 ჭქა ოთახის ტემპერატურის წყალი

მომზადება

  1. აურიეთ ალუბლის წვენი და ალოე ვერა.
  2. დაამატეთ წყალი.
  3. საგულდაგულოდ აურიეთ და დალიეთ.

ალოე ვერა ფართოდ გამოიყენება დიაბეტის დროს. უახლესი გამოკვლევების მიხედვით, ის გლუკოზის ხარისხს აუმჯობესებს და წონის დაკლებაში გეხმარებათ.

კეფირი და სპირულინა

სპირულინა საოცრად სასარგებლოა. სახელი ფორმის გამო დაერქვა – მიკროსკოპში მცენარეს სპირალის ფორმა აქვს. ასევე, ცნობილია, რომ ის ყველაზე მკვებავი დანამატია, რომელშიც პრაქტიკულად ყველა საჭირო ნივთიერება შედის. მის პოვნას აფთიაქში აბის ან ფხვნილის სახით შეძლებთ.

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. სპირულინას ფხვნილი
  • 1 ჭიქა კეფირი

მომზადება

  1. სპირულინა კეფირიან ჭიქაში მოათავსეთ.
  2. კარგად აურიეთ და სურვილის შემთხვევაში თაფლი დაუმატეთ გემოვნებით.

სპირულინა არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს და აძლიერებს იმუნიტეტს. მსგავს კოქტეილს თუ ძილის წინ დალევთ, ღვიძლზე დატვირთვა შემცირდება. მწვანე წყალმცენარე კეფირთან ერთად ბევრ დარღვევას გამოასწორებს, ენერგიით აგავსებთ და ნივთიერებათა ცვლას გააუმჯობესებს.

ეს მარტივი რეცეპტები მუცლის გახდომასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: